უამინდობის გამო, გერმანიის დედაქალაქიდან რეისების უმეტესობა გადაიდო, ან გაუქმდა
უხვმა თოვლმა და წვიმამ ბერლინის აეროპორტში ავიამიმოსვლაზე იმოქმედა. ნალექის გამო, გერმანიის დედაქალაქიდან რეისების უმეტესობა გადაიდო, ან გაუქმდა. საფრენ ბილიკებზე დადებული წვიმანარევი თოვლი იმდენად სწრაფად იყინება, რომ გაწმენდა ვერ ხერხდება. მგზავრებს წინასწარი შეტყობინებები დაეგზავნათ. მათ რეისის სტატუსის გადამოწმების გარეშე, აეროპორტში მისვლისგან თავის შეკავება ურჩიეს.
ზამთრის შტორმის გამო შეფერხებებია რკინიგზაზე და საავტომობილო მაგისტრალებზე.
სხვა სიახლეები
Ford-ი აშშ-ში ბაზრიდან დაახლოებით 223,500 ავტომობილს გაიწვევს
15.09.2026.18:00
Ford აშშ-ში 223,472 ავტომობილს გაიწვევს საწვავის ავზებთან დაკავშირებული პრობლემის გამო, - ამის შესახებ აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NHTSA) შაბათს განაცხადა.
გაწვევა ეხება ავტომობილებს, რომელთა საწვავის ავზებიდან შესაძლოა საწვავი ჟონავდეს ან ავზები სათანადოდ არ იყოს დამაგრებული. შედეგად, მოძრაობის დროს საწვავის ავზი შესაძლოა ავტომობილს მოწყდეს.
მოწყვეტილმა ავზმა შესაძლოა გზაზე დაბრკოლება შექმნას და ავარიის რისკი გაზარდოს, ხოლო საწვავის გაჟონვამ შეიძლება ძრავის გაჩერება ან ხანძრის გაჩენის რისკი გამოიწვიოს.