მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

უკრაინა „მარცვლეულის დერეფნის“ ალტერნატივას ამზადებს

news image
mbc image

უკრაინის მთავრობამ „მარცვლეულის დერეფნის“ შეწყვეტის შემთხვევაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტისთვის არაერთი ალტერნატიული სტრატეგია შეიმუშავა.

ქვეყნის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრის პირველმა მოადგილემ ტარას ვისოცკიმ განაცხადა, რომ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 20 მილიარდი გრივნა არის გათვალისწინებული უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემების პოტენციური დაზღვევისთვის, რომლებიც მზად იქნებიან მუშაობა „მარცვლეულის დერეფნის“ არარსებობის შემთხვევაში განაგრძონ.

მისი თქმით, ალტერნატიული ღონისძიებები აქტიურად მუშავდება, ფაქტობრივად ფინალშია და ხელს შეუწყობს ექსპორტის უზრუნველყოფას.

„ჩვენ გვაქვს რამდენიმე სტრატეგია - ეს არის დუნაის რეგიონის გამტარუნარიანობის გაფართოება და იქ მარცვლეულის გადაზიდვის შესაძლებლობების გაზრდა. ასევე, გრძელდება დამატებითი გამშვები პუნქტებისა და მშრალი პორტების ამოქმედება პოლონეთთან და რუმინეთთან დასავლეთ საზღვარზე“, - განაცხადა ტარას ვისოცკიმ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ექსპორტთან დაკავშირებული ყველა სირთულის მიუხედავად, ფინანსურად სოფლის მეურნეობის ექსპორტის მაჩვენებლები გასულ წელთან ახლოს იქნება.

„აშშ-ში არსებული არახელსაყრელი პირობების შესახებ ინფორმაცია შეეხო სიმინდს, რომლის ფასიც გაიზარდა. ამიტომ, მარცვლეულის საბოლოო ფასებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ის ცნობილი გახდება სექტემბერში, როდესაც ჩვენს ნახევარსფეროში მზარდი სეზონი დასრულდება. საბოლოო ჯამში, მინიმალური გადახრით მაინც, მაგრამ ექსპორტი წინა წლის მაჩვენებლებს მიუახლოვდება“, - აღნიშნა ტარას ვისოცკიმ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს

27.11.2026.09:00

ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.

2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა