მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

უნგრეთის კონკურენციის უწყებამ სასტუმროების ონლაინ დაჯავშნისა და სერვისების ბაზარზე  დაჩქარებული სექტორული კვლევა დაიწყო

news image
mbc image

უნგრეთის კონკურენციის უწყებამ დაიწყო დაჩქარებული სექტორული კვლევა უნგრეთში განთავსების და სასტუმროების ონლაინ დაჯავშნისა და სერვისების ბაზარზე, რათა გამოავლინოს და შეაფასოს სექტორში მიმდინარე მოვლენები. საკითხი ეხება ბაზრის მოთამაშეების მიერ გამოყენებულ საკონტრაქტო პირობებსა და პრაქტიკას კერძო პროვაიდერების მიმართ.

მიღებული ინფორმაციის თანახმად, უნგრეთის მოქალაქის განთავსების პროვაიდერის ბიზნესი ბოლო დროს სერიოზულად შეფერხდა იმის გამო, რომ ერთ-ერთმა უმსხვილესმა ონლაინ პლატფორმამ - Booking.com - მა გამოიყენა მათზე საკონტრაქტო პირობები და პრაქტიკა, რომელიც არ ვრცელდება სხვა პარტნიორებზე.

ერთ თვეზე ნაკლებ პერიოდში კონკურენციის უწყებამ მიიღო 28 საჩივარი. სექტორი ასევე განსაკუთრებით დაზარალდა კორონა ვირუსის გამო, შესაბამისად უწყება აკონტროლებს ყველა გარემოებას, რამაც შეიძლება დაბლოკოს სექტორის აღდგენა და სამართლიანი კონკურენციის არსებობა. GVH შეაჯამებს სექტორის მოკვლევის შედეგებს საჯარო ანგარიშში. ამ ანგარიშის დასრულების ვადაა 30 დღე, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს დასაბუთებული გარემოებებით.

GVH იკვლევს, როგორ აცნობებს Microsoft მომხმარებლებს თავისი ახალი საძიებო სერვისის შესახებ უნგრეთის კონკურენციის უწყებამ დაიწყო მოკვლევა Microsoft წინააღმდეგ. საკითხი ეხება Microsoft-ის ახალ საძიებო სისტემას, და ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე მის გარკვეული მახასიათებლებს, რის შესახებაც შეიძლება სათანადოდ არ აცნობოს კომპანიამ მომხმარებლებს. მაგალითად, მომხმარებლებმა შეიძლება არ იცოდნენ სერვისის სანდოობის შესახებ ან რა ემართებათ მათ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც შეყვანილია საძიებო სისტემის გამოყენების დროს.

GVH ეჭვობს, რომ სერვისების წესები და მომხმარებლის ინფორმაცია ვრცელი, ფრაგმენტული და წინააღმდეგობრივია და ზოგიერთ შემთხვევაში ის მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი. ამან შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებლების არასწორი ინფორმირება მომსახურების სისრულის, პასუხების სანდოობის, დროულობისა და სიზუსტის შესახებ და სერვისის გამოყენებასთან დაკავშირებული მონაცემთა მენეჯმენტის შესახებ. აშშ-ს ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ (FTC) ასევე დაიწყო მოკვლევა ChatGPT, და Al ჩატის სხვა სერვისზე, რომელსაც ოპერირებს OpenAI. საკითხი აქაც ეხება მონაცემთა მართვისა და სერვისის რისკებთან დაკავშირებულ არასამართლიან პრაქტიკას.

უნგრეთის კონკურენციის უწყება დიდ ყურადღებას აქცევს მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების ბაზრის ქცევის მოკვლევას, რაც გავლენას ახდენს მომხმარებელთა და ბიზნესის ინტერესებსა და პოზიციაზე.

ბოლო წლების განმავლობაში, GVH-მ დააწესა კონკურენციის გარკვეული ღონისძიებები Google-სა და PayPal-თან მიმართებით, ასევე Apple-მა და Booking.com-მა გადაიხადეს მნიშვნელოვანი ჯარიმები. უნგრეთის კონკურენციის უწყება ამჟამად იკვლევს Viber-ის, Rakuten ჯგუფის ნაწილის, და TikTok-ის ქცევას ბაზარზე, რომელსაც მართავს ByteDance.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image Lion Finance Group-ის შვილობილი, Ameriabank-ი სომხეთის ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დასახელდა Global Finance-ის მიერ

05.10.2026.11:53

Lion Finance Group-ის შვილობილმა Ameriabank-მა Global Finance-ის მიერ „საუკეთესო ციფრული ბანკის“ (Best Digital Bank Awards) კონკურსში ცხრა ჯილდო მიიღო, მათ შორის, რვა ქვეყნის დონეზე და ერთი რეგიონული აღიარების ფარგლებში.

გამარჯვებულები შეფასდნენ სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, მათ შორის, ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის ეფექტიანობით, ციფრული შეთავაზებების გამოყენებაზე მომხმარებლების გადაყვანის წარმატებით, ციფრული მომხმარებლების რაოდენობის ზრდით, პროდუქტებისა და მომსახურებების მრავალფეროვნებით, ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები სარგებლის არსებობით, ასევე ვებ- და მობილური პლატფორმების დიზაინითა და ფუნქციონალით.

Global Finance-ის შეფასებით, Ameriabank-ის ციფრული ეკოსისტემა საუკეთესო აღმოჩნდა რამდენიმე კატეგორიაში, მათ შორის ინოვაციის, ციფრული ტრანსფორმაციის, ონლაინ გადახდების, ონლაინ პროდუქტებისა და მომსახურებების, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების პლატფორმისა და სხვა მიმართულებებით.

Ameriabank-ის მიერ მიღებული ჯილდოების სრული ჩამონათვალი:

ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი;
საუკეთესო ციფრულ ტრანსფორმაციაში;
საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი;
საუკეთესო ონლაინ პროდუქტების შეთავაზებები;
საუკეთესო ონლაინ გადახდების გადაწყვეტა;
საუკეთესო სოციალური მედიის მარკეტინგსა და მომსახურებაში;
საუკეთესო მცირე და საშუალო ბიზნესის პლატფორმა;
საუკეთესო სავაჭრო ფინანსირების მომსახურება სომხეთში;
საუკეთესო სავაჭრო ფინანსირების მომსახურება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში (CEE).

კონკურსში წარდგენილი განაცხადები შეფასდა Infosys-ის პროფესიონალი ჟიურის მიერ. Infosys ტექნოლოგიების, საკონსულტაციო და აუთსორსინგის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. გამარჯვებულთა საბოლოო შერჩევა Global Finance-ის რედაქტორებმა განახორციელეს.

Global Finance-ის ჯილდოები ფინანსურ სამყაროში ერთგვარი ხარისხის ნიშანია. გამარჯვებულებს გლობალური ტექნოლოგიური კომპანია Infosys-ის ჟიური და Global Finance-ის რედაქტორები არჩევენ. ისინი აფასებენ არა მხოლოდ პროდუქტის დიზაინს, არამედ მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას, პროდუქტის უკან მდგარ სტრატეგიას, უსაფრთხოებასა და რეალურ, გაზომვად შედეგებს.

მოდით, გამოვყოთ რამდენიმე ჯილდო, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა