უნგრეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 75 საბაზისო პუნქტით 8,25%-მდე შეამცირა
უნგრეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 75 საბაზისო პუნქტით 8,25%-მდე შეამცირა, - ამის შესახებ Reuters წერს.
რეფინანსირების განაკვეთის ტემპი უნგრეთში მას შემდეგ შენელდა, რაც ქვეყნის ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. ამ ფონზე ხელისუფლებასა და ეროვნულ ბანკს შორის მონეტარული პოლიტიკის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა.
უნგრეთის ცენტრალური ბანკის მმართველის მოადგილემ ბარნაბას ვირაგმა განაცხადა, რომ უნგრეთში მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა შენარჩუნდება, ხოლო ფინანსური ბაზრების სტაბილურობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, იმისთვის რომ ინფლაცია ბანკის მიერ დადგენილ სამიზნე მაჩვენებელზე 3%-ზე დაფიქსირდეს.
„ინფლაცია 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს დაუბრუნდება 2025 წელს, - განაცხადა ვირაგმა და აღნიშნა, რომ მონეტარული კომიტეტის განაკვეთის 6,5-7%-მდე დაწევის რეალისტურია სცენარის განხორციელება ივნისში გახდება შესაძლებელი.
თუმცა, გლობალური გამოწვევებისა და რისკების ფონზე, ცენტრალურმა ბანკმა წლის მეორე ნახევარში უნდა გაატაროს „უფრო ფრთხილი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა“, - განაცხადა უნგრეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელმა.
სხვა სიახლეები
ნავთობის ფასი ბოლო თვის მაქსიმუმამდე გაიზარდა
14.07.2026.14:28
ნავთობის ფასი თითქმის 3%-ით გაიზარდა და ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანის საზღვაო ბლოკადა განაახლა, ხოლო ორმა ქვეყანამ ჰორმუზის სრუტეში თავდასხმები გააძლიერა, რამაც ენერგონაკადების გარშემო გაურკვევლობა გაზარდა.
Reuters-ის ცნობით, Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები 1,50 დოლარით, ანუ 1,8%-ით გაიზარდა და ბარელზე 84,80 დოლარი შეადგინა, ხოლო ამერიკული West Texas Intermediate (WTI) 1,70 დოლარით, ანუ 2,2%-ით გაძვირდა და ბარელზე 79,84 დოლარი გახდა.
მანამდე ორივე კონტრაქტის ფასი ბარელზე 2 დოლარზე მეტით იზრდებოდა, თუმცა მოგვიანებით მათ პოზიციები ნაწილობრივ დათმეს. წინა დღეს Brent-ის ფასი 9,6%-ით გაიზარდა, რაც 2020 წლის მაისის შემდეგ ყველაზე დიდი ერთდღიანი ზრდა იყო.
ამჟამად ნავთობის ფასები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ 17 ივნისს ომის დასრულების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი.