მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7154
-0.0095
flag
AZN 1.5371
-0.0004
flag
CNY 38.866
0.0076
flag
EUR 3.0575
0.0226
flag
GBP 3.566
0.0206
flag
KZT 57.31
0.007
flag
TRY 0.0545
0
flag
USD 2.613
-0.0008
news banner

უზბეკეთს მსოფლიოში საერთაშორისო რეზერვებში ოქროს ყველაზე მაღალი წილი აქვს - Fitch Ratings

news image
mbc image

ოქროს ფასების ზრდამ და ოქროს მარაგების მოცულობის მატებამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის (CCA) რეგიონში საგარეო ფინანსური პოზიციები გააძლიერა და არასტაბილურ საგარეო გარემოში ეკონომიკურ მდგრადობას შეუწყო ხელი, - ნათქვამია Fitch Ratings-ის ახალ ანგარიშში. 2023 წლიდან რეგიონში საერთაშორისო რეზერვები მკვეთრად გაიზარდა, რისი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ფაქტორიც ოქროს შესყიდვები და ოქროს ღირებულების ზრდით მიღებული სარგებელი გახდა. თუმცა, რეზერვებსა და ექსპორტში ოქროს წილის მზარდი კონცენტრაცია შესაძლოა მოწყვლადობის ფაქტორად იქცეს, თუ ოქროს ფასები მკვეთრად შემცირდება.

ოქრომ რეგიონში სუვერენული სახელმწიფოების საგარეო ბუფერებში უფრო მნიშვნელოვანი როლი შეიძინა. უზბეკეთს მსოფლიოში საერთაშორისო რეზერვებში ოქროს ყველაზე მაღალი წილი აქვს, ხოლო ყირგიზეთის რეზერვების უმეტესი ნაწილიც ოქროზე მოდის. აზერბაიჯანის სუვერენულ ქონების ფონდს ქვეყნის დიდი საგარეო ბუფერების მთავარ საყრდენს აქტივებში ოქროს მნიშვნელოვანი წილი აქვს. Fitch მიიჩნევს, რომ ეს ზოგადად ხელს უწყობს საგარეო მდგრადობას რეგიონში, სადაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალის წილი და ფინანსური სექტორის დოლარიზაცია ისტორიულად მაღალი იყო.

ოქროს უფრო მაღალმა ფასებმა ოქროს ექსპორტიორი ქვეყნების საგადამხდელო ბალანსებსაც შეუწყო ხელი. უზბეკეთის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2023-2025 წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა, რასაც ოქროს ექსპორტის ზრდამ შეუწყო ხელი. ყირგიზეთმაც ისარგებლა ოქროს ფასებისა და ექსპორტის დინამიკით, თუმცა ქვეყნის საექსპორტო მაჩვენებლები არასტაბილური იყო. მიმდინარე საგარეო გადახდების დასაფარად რეზერვების საკმარისობა რეგიონში გაუმჯობესდა, ხოლო რეზერვების ადეკვატურობა CCA-ის ყველა სუვერენული სახელმწიფოს საკრედიტო რეიტინგის შეფასების მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება.

Fitch მიიჩნევს, რომ კონცენტრაციის რისკი ზღუდავს ოქროს ფასების ზრდის შედეგად მიღებულ საკრედიტო სარგებელს, ამ მხრივ კი ყირგიზეთი და უზბეკეთი განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ოქროს ფასების მკვეთრი ვარდნის მიმართ. ასეთ შემთხვევაში ოქროს მწარმოებელ ქვეყნებში ნომინალური მშპ, ფისკალური მაჩვენებლები და საგადამხდელო ბალანსის ინდიკატორები გაუარესდება, ხოლო ოქროს დიდი მარაგების მქონე ქვეყნებში რეზერვების ღირებულება შემცირდება. თუმცა, Fitch არ ელოდება, რომ მხოლოდ ოქროს ფასის ვარდნა ამ სუვერენული სახელმწიფოებისთვის რეიტინგის უარყოფითი მიმართულებით ცვლილებას გამოიწვევს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ეკონომიკური ზეწოლა ირანის წინააღმდეგ შეერთებული შტატების ყველაზე ეფექტური იარაღია - ჯეი დი ვენსი

21.08.2026.10:04

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ეკონომიკური ზეწოლა ირანის წინააღმდეგ შეერთებული შტატების „ყველაზე ეფექტური იარაღია“, თუმცა აღნიშნა, რომ ეს „ფაქიზი საკითხია“.

„ყველაზე ეფექტური იარაღი, რაც გვაქვს, ის ეკონომიკური ზეწოლაა, რომელიც შეგვიძლია მათზე განვახორციელოთ. ეს ფაქიზი საკითხია, რადგან როდესაც ჩვენ მათზე ვახდენთ ეკონომიკურ ზეწოლას, ისინიც შეეცდებიან საპასუხო ეკონომიკური ზეწოლა ჩვენზე განახორციელონ“, - განაცხადა ვენსმა.

ვენსმა აღიარა, რომ „ცხადია, ნავთობის ფასები გაზრდილია, რასაც ხალხი ავტოგასამართ სადგურებზე ხედავს“, თუმცა ხაზი გაუსვა ადმინისტრაციის ძალისხმევას, უზრუნველყოს გემების გატარება ჰორმუზის სრუტეში.

„ისინი სრუტის ჩაკეტვას ცდილობენ. ჩვენი მიზანია ბაზარზე იმ რაოდენობის ნავთობისა და საწვავის გატანა შევძლოთ, რაც ამერიკელებს საწვავსა და ენერგომატარებლებზე ფასებს ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს“, - დასძინა ვენსმა.

„ამავდროულად, ირანელები ისჯებიან კომერციულ გემებზე ცეცხლის გახსნის გამო. ეს მათზე უდიდეს ეკონომიკურ ზეწოლას ახდენს და ცვლის მათ გათვლებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი შეთანხმების მიღწევა სურთ“, - აღნიშნა მან.

ვენსის თქმით, ამგვარი ზეწოლის განხორციელება საუკეთესო გზაა „საბოლოო მიზნის“ მისაღწევად, რათა ირანმა ვერ შეძლოს თავისი ბირთვული პოტენციალის აღდგენა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა