ვარშავის შოპენის აეროპორტში საძილე კაფსულები დაამონტაჟეს
ვარშავის შოპენის აეროპორტის არაშენგენის ზონაში საძილე კაფსულები გამოჩნდა, რათა ტრანზიტულ მგზავრებს დასვენება შეეძლოთ. თუმცაღა ასეთი სიამოვნება არ არის იაფი: ერთი საათის განმავლობაში კაფსულა – 60 PLN (€ 13) ღირს, ორისთვის – 110 PLN (€ 25).
220 სანტიმეტრი სიგრძის კაფსულები აღჭურვილია ლეიბით, ბალიშით, საბანით. დამატებით კომპლექტში შედის საძილე სახვევი, ყურსასმენები და ჩუსტები. თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ ბარგი სპეციალურ შესანახ განყოფილებაში. საძილე ადგილები ღიაა 19:00 საათიდან 07:00 საათამდე – სატესტო რეჟიმში.
თქვენ ასევე შეგიძლიათ დარჩეთ მთელი ღამე. ორი საათის გადახდის შემდეგ, ყოველი შემდეგი საათი 40 PLN (9 ევრო) ღირს.
„იდეა მშვენიერია, მაგრამ ფასები კოსმიურია“, – წერენ Facebook-ის მომხმარებლები.


სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.