მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.6
-0.0092
flag
AZN 1.5271
-0.0006
flag
CNY 38.937
0.0002
flag
EUR 2.8943
-0.0139
flag
GBP 3.4571
-0.0094
flag
KZT 56.8
-0.0056
flag
TRY 0.0521
-0.0001
flag
USD 2.596
-0.0006
news banner

ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა

news image
mbc image

აშშ-ის დედაქალაქის, ვაშინგტონის მერი მარიელ ბაუზერი 2026 წლის 26 მაისს ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ აცხადებს.

როგორც მერი მარიელ ბაუზერის ბრძანებაშია აღნიშნული, ვაშინგტონი ქართველ ხალხთან და ქართულ დიასპორასთან ერთად აღნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს.

„ვინაიდან საქართველო საერთაშორისო საზოგადოების ღირებული წევრია დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობის, დინამიკური ეკონომიკური განვითარებისა და სტრატეგიული საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით; და ვინაიდან ამერიკაში ქართული თემის მემკვიდრეობა, ტრადიციები და მიღწევები მნიშვნელოვნად ამდიდრებს ჩვენი ადგილობრივი თემებისა და ერის კულტურულ მრავალფეროვნებასა და ეკონომიკურ სიძლიერეს; და ვინაიდან საქართველოს საელჩო აძლიერებს კოლუმბიის ოლქს თავისი იქ ყოფნით და ჩვენს თემებთან კულტურული ჩართულობით; და ვინაიდან ჩვენი ღირებული ურთიერთობებისა და კულტურული კავშირების პატივსაცემად ჩვენ ქართველ ხალხთან და ქართულ დიასპორასთან ერთად აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს: მე, ვაშინგტონის მერი 2026 წლის 26 მაისს ვაშინგტონში „საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ“ ვაცხადებ“, – ნათქვამია ბრძანებაში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ტრამპის მარშრუტი TRIPP აზერბაიჯანთან და საქართველოსთან საზღვრის გადაკვეთის პროცედურებს გაამარტივებს - მირზოიანი

23.10.2026.09:10

სომხეთის ეროვნული ასამბლეა განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ,,ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) ფარგლებში სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირებას ითვალისწინებს.

აღნიშნული განცხადება სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრმა არარატ მირზოიანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში TRIPP-ის შეთანხმების პროექტის წარდგენისას გააკეთა.

მირზოიანის განცხადებით, TRIPP საზღვრის გადაკვეთის პროცედურებს გაამარტივებს არა მხოლოდ აზერბაიჯანთან, არამედ საქართველოსა და ირანთანაც.

„იმედი მაქვს, თურქეთთან საზღვარიც გაიხსნება და ამის შემდეგ ვიფიქრებთ, როგორ გავუმარტივოთ ცხოვრება მეწარმეებსა და მოქალაქეებს“, - აღნიშნა მან.

მირზოიანმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ სად შეიძლება განთავსდეს TRIPP-ის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო ხაზის გარდა.
„შესაძლოა, ნავთობსადენმა სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილზე გაიაროს. მარშრუტი ჯერ განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, TRIPP-ის ზომაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ასეთი განსაზღვრული პარამეტრი არ არსებობს“, - განაცხადა მირზოიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა