ვაშინგტონმა Lukoil-ის ბენზინგასამართ სადგურებს სანქციებისგან დროებით გათავისუფლების ვადა გაუხანგრძლივა
ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ ვადა გაუგრძელა სპეციალურ ლიცენზიას, რომელიც უცხოეთის ქვეყნებში Lukoil-ის ბენზინგასამართი სადგურების ქსელს დროებით სანქციებისგან ათავისუფლებს.
უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მომავალი წლის აპრილამდე იმოქმედებს. რეგულაცია მხოლოდ ბენზინგასამართ სადგურებზე გავრცელდება და კომპანიის სხვა საქმიანობაზე შეზღუდვები ძალაში დარჩება.
სხვა სიახლეები
Toyota-ს გაყიდვები მესამე თვეა მცირდება - როგორია მიმდინარე კონფლიქტის გავლენა
28.05.2026.10:24
Toyota-ის გლობალური გაყიდვები წლიურად 3.1%-ით შემცირდა და 849,306 ავტომობილი შეადგინა.
რეგიონების მიხედვით, ახლო აღმოსავლეთში გაყიდვები 33.7%-ით შემცირდა და 31,000-ზე მეტი ავტომობილი შეადგინა, ხოლო ჩინეთში რთული საბაზრო პირობების ფონზე 25.4%-ით დაეცა. აშშ-ში, რომელიც Toyota-ის ყველაზე დიდი ბაზარია, გაყიდვები 4.6%-ით შემცირდა.
კომპანიის გლობალური წარმოება აპრილში წლიურად 2.0%-ით გაიზარდა, რადგან აზიაში 12.9%-იანმა ზრდამ აშშ-სა და იაპონიაში დაფიქსირებული კლება დააბალანსა.
სტატისტიკა ასევე მოიცავს Lexus-ის მონაცემებსაც.