ვენეცია გაქრობის საფრთხის წინაშეა - იუნესკოს ექსპერტები
იუნესკოს ექსპერტებმა კვლავ რეკომენდაცია გაუწიეს, რომ ვენეცია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შევიდეს, რომლებიც მასობრივი ტურიზმისა და გლობალური დათბობის ზემოქმედების გამო გაქრობის საფრთხის წინაშეა.
ამის შესახებ მედია წერს.
ამ მიზეზების გამო, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრი „რეკომენდაციას უწევს, რომ ვენეცია საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდეს“. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „არასაკმარისი ზომები“ იქნა მიღებული ქალაქის გაუარესებულ მდგომარეობასთან საბრძოლველად.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი მსგავსი რეკომენდაცია ვენეციის მიმართ. 2021 წელს იუნესკოს ექსპერტებმა უკვე მოითხოვეს ქალაქის სტატუსის შეცვლა, მაგრამ ამ ინიციატივას კომიტეტის სხდომაზე მხარდაჭერა არ ჰქონდა.
იმავე წელს იტალიელმა მეცნიერებმა გარემოს დაცვის ეროვნული სისტემისგან გაფრთხილება გააკეთეს, რომ ვენეციას სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა როგორც ზღვის დონის აწევის, ისე ჩაძირვის გამო.
.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.