მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ვინ არიან მსოფლიო ბაზარზე ხურმის მთავარი ექსპორტიორები, რა ნიშა აქვს საქართველოს

news image
mbc image

მსოფლიოში, ხურმის უმსხვილეს მწარმოებელს შორის აზერბაიჯანი მესამეა. ამ ქვეყნიდან 2022 წელს ექსპორტმა 192,4 ათასი ტონა შეადგინა.

ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. 

FAO-ს მიხედვით, მსოფლიო ბაზარზე ხურმის ძირითადი მომწოდებლები არიან ჩინეთი (3 მლნ 429,4 ათასი ტონა), სამხრეთ კორეა (200,6 ათასი ტონა), აზერბაიჯანი (192,4 ათასი ტონა), იაპონია (187, 9 ათასი ტონა) და ბრაზილია (170,2 ათასი ტონა).

FAO-ს პროგნოზის მიხედვით, ხურმის გლობალური ბაზრი 2023 - 2028 წლებში 6,16%-ით გაიზრდება. საბოლოო ჯამში, ხურმის გლობალური ბაზარი, 2023 წელ სავარაუდოდ 0,84 მილიარდი აშშ დოლარიდან  გაიზრდება და 2028 წელს  ბაზრის მოცულობა 1,13 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. 

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ხურმის ექსპორტი ღირებულებით 2018 წელთან შედარებით 12,7%-ით გაიზარდა და 620,1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ამ პერიოდში ესპანეთი, აზერბაიჯანი და უზბეკეთი იყვნენ ხურმის წამყვანი ექსპორტიორები.

ექსპორტის ზრდის მთავარ მიზეზად  FAO იმპორტიორ ქვეყნებში ხურმის მაღალ ფასსა და რიგ ქვეყნებში წარმოების არ არსებობას ასახელებს. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია, აშშ და ა.შ., სადაც არ არის წარმოება ან მისი მოცულობა უკიდურესად დაბალია, ხურმაზე დიდი მოთხოვნაა.

FAO-ს მონაცემებთ, ჩინეთი კვლავ რჩება ხურმის მთავარ ექსპორტიორად გლობალურ ბაზარზე.

საქართველო ხურმის ექსპორტის ღირებულებით, (5,47 მლნ დოლარი) მე-11 ადგილზეა, ხოლო ექსპორტის მთლიანმა მოცულობამ 8,18 ათასი ტონა შეადგინა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2021 წელს საქართველოდან 10.6 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 

უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა: სომხეთში (4,550 ტონა), რუსეთში (3,574 ტონა), უკრაინაში (2,262 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვასა (39 ტონა) და მცირე რაოდენობით სხვა ქვეყნებში (10 ტონა).

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს

27.11.2026.09:00

ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.

2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა