Visa-მ ჩინეთის შიდა ბაზარზე საქმიანობის დასაწყებად მოსამზადებელი სამუშაოების ნებართვა მიიღო
ამერიკულმა საგადახდო კომპანია Visa-მ ჩინეთის ცენტრალური ბანკისგან ქვეყანაში საბანკო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების კლირინგის ადგილობრივი ორგანიზაციის შექმნისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების ნებართვა მიიღო. ამ გადაწყვეტილებით დასრულდა კომპანიის მრავალწლიანი მოლოდინი, შესულიყო მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს საგადახდო ბაზარზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება Visa-სთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც კომპანიას საშუალებას მისცემს, კონკურენტების American Express-ისა და Mastercard-ის მსგავსად, ჩინეთში საბანკო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების მომსახურება განახორციელოს. ამავდროულად, ეს ნაბიჯი ქვეყნის მკაცრად რეგულირებული ფინანსური სექტორის შემდგომ გახსნაზეც მიუთითებს.
ჩინეთის სახალხო ბანკის (PBOC) ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ცენტრალურმა ბანკმა Visa Information Technology (Beijing) Co Ltd-ს ადმინისტრაციული ნებართვა გასცა, რომელიც კომპანიას შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების უფლებას აძლევს.
Visa Information Technology (Beijing) არის Visa-ს მიერ ჩინეთში დაფუძნებული უცხოური ინვესტიციით შექმნილი კომპანია.
„მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების შესახებ ჩვენი განაცხადის დამტკიცება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ჩინეთის ბაზრის მიმართ Visa-ს მრავალწლიანი სტრატეგიული ვალდებულების შესრულების გზაზე“, - განაცხადა Visa-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.
სხვა სიახლეები
Visa-მ ჩინეთის შიდა ბაზარზე საქმიანობის დასაწყებად მოსამზადებელი სამუშაოების ნებართვა მიიღო
22.10.2026.14:00