Visa-ს ფინანსურმა შედეგებმა პროგნოზირებულ მაჩვენებელს გადააჭარბა
Visa-ს მეოთხე კვარტლის ფინანსურმა შედეგებმა სამშაბათს ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა. მაკროეკონომიკური გაურკვევლობის მიუხედავად, მომხმარებლები კვლავ აქტიურად იყენებდნენ საბანკო ბარათებს მოგზაურობის, საყიდლებისა და რესტორნებში მომსახურების საფასურის გადასახდელად.
მსოფლიოში უმსხვილესი საგადახდო ოპერაციების დამუშავების კომპანიის ფინანსური შედეგები მიუთითებს აშშ-ის ეკონომიკის მდგრადობაზე, მიუხედავად შენარჩუნებული ინფლაციური ზეწოლისა. მომხმარებლები ხარჯვით აქტივობას კვლავ ინარჩუნებენ, რასაც ხელს უწყობს ძლიერი შრომის ბაზარი და ხელფასების ზრდა.
Visa-ს საგადახდო ქსელში განხორციელებული გადახდების მოცულობა, რომელიც მომხმარებლებისა და ბიზნესის ხარჯვით აქტივობას ასახავს, საანგარიშო კვარტალში, მუდმივი დოლარის კურსით გაანგარიშებით, 9%-ით გაიზარდა, ხოლო დამუშავებული ტრანზაქციების რაოდენობამ 10%-ით მოიმატა.
Visa-ს ფართო ციფრული საგადახდო ქსელი, რომელიც მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიას მოიცავს, კომპანიას ეკონომიკური გაურკვევლობის მიმართ მეტ მდგრადობას ანიჭებს, რადგან მსოფლიოში მილიარდობით ადამიანი ყოველდღიური ხარჯებისა და სხვა შესყიდვების განსახორციელებლად მის საბარათე ქსელს იყენებს.
სხვა სიახლეები
Visa-ს ფინანსურმა შედეგებმა პროგნოზირებულ მაჩვენებელს გადააჭარბა
04.11.2026.10:00