Volkswagen-ი საკუთარ ელექტრომობილებში Tesla-ს დამუხტვის სტანდარტს ნერგავს
გერმანული Volkswagen-ის (VW) ელექტრომობილები, ისევე როგორც მასში შემავალი Audi, Porsche და Scout Motors-ი, Tesla-ს მიერ შემუშავებულ დამუხტვის სტანდარტს (North American Charging Standard, NACS) მხარს 2025 წლიდან დაუჭერენ. ამის შესახებ VW-ის განცხადებაშია აღნიშნული.
Volkswagen, Audi, Porsche და Scout Motors ასევე მუშაობენ ადაპტერებზე არსებული მანქანებისთვის, რომლებსაც Combined Charging System-ის (CCS) მხარდაჭერა ექნებათ.
ამ ზომების წყალობით, ელექტრომობილების მფლობელებს შეეძლებათ წვდომა Tesla Supercharger-ის ქსელში 15 ათასზე მეტ დამტენ სადგურზე. ჩრდილოეთ ამერიკაში მათ უკვე აქვთ წვდომა 3,8 ათასზე მეტ სწრაფი დამუხტვის Electrify America-ს და Electrify Canada-ს სადგურზე
მანამდე NACS სტანდარტზე გადასვლის გეგმების შესახებ განაცხადეს General Motors-მა, Mercedes-Benz-მა, Ford-მა, Nissan-მა, Honda-მ, Kia-მ, Jaguar-მა და Fisker-მა.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.