ვოლოდიმირ ზელენსკი: ეს იყო ტკივილის, რწმენისა და ერთიანობის წელი
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს იყო ტკივილის, მწუხარების, რწმენისა და ერთიანობის წელი.
„24 თებერვალს მილიონობით უკრაინელმა გააკეთა არჩევანი - არა თეთრი, არამედ ლურჯ-ყვითელი დროშა და არა გაქცევა, არამედ მტრის პირისპირ, წინააღმდგეობის გაწევა და ბრძოლა.
„ჩვენ ვიცით, რომ ეს იქნება ჩვენი გამარჯვების წელი!“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.