ვოლოდიმირ ზელენსკიმ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დაამტკიცა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლადიმერ ზელენსკიმ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება 2024 წლის 31 მარტს მიიღო. ამის შესახებ სახალხო დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ ისაუბრა.
„ვლადიმერ ზელენსკიმ გადაწყვიტა მომავალ წელს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. მან პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაავალა მოემზადოს არჩევნებისთვის, რომელიც დაგეგმილია 2024 წლის 31 მარტს“, - განაცხადა გონჩარენკომ ტელეკომპანია „ესპრესოს“ ეთერში.
მან დასძინა, რომ დასავლეთი არ ითხოვს კიევის არჩევნების ჩატარებას, გადაწყვეტილება განისაზღვრება იმ პოლიტიკური მიზნებით, რომელსაც პრეზიდენტის ოფისი ადგენს.
uk’rainis p’rezident’ma vladimer zelensk’im sap’rezident’o archevnebis
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.