მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.3
0.0085
flag
AZN 1.5284
-0.0004
flag
CNY 38.854
0.0022
flag
EUR 2.9274
0.0145
flag
GBP 3.4676
0.0241
flag
KZT 57.41
0.0014
flag
TRY 0.0525
-0.0001
flag
USD 2.5982
-0.0005
news banner

Volvo Cars 2030 წლისთვის 13 ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავს ბაზრის წილი გააორმაგების მიზნით

news image
mbc image

Volvo Cars-მა ხუთშაბათს განაცხადა, რომ 2030 წლამდე 13 ახალ მოდელს გამოუშვებს, რათა ბაზრის წილი გააორმაგოს. შვედური ავტომწარმოებელი ამჟამად აშშ-ის ტარიფებისა და ჩინეთში გაყიდვების შემცირების გავლენას ებრძვის. განცხადების შემდეგ კომპანიის აქციების ფასი თითქმის 2%-ით გაიზარდა. ჩინეთის Geely Holding-ის მფლობელობაში მყოფ Volvo-ს CEO-ს ხელმძღვანელობით სულ უფრო რთული ბალანსის დაცვა უწევს - კომპანიამ დასავლურ და ჩინურ ტექნოლოგიებს შორის გამიჯვნა უნდა უზრუნველყოს, რათა აშშ-ში ავტომობილების გაყიდვა გააგრძელოს. 

Volvo ჩინეთისთვის, რომელიც მსოფლიოში ავტომობილების უმსხვილესი ბაზარია, ექვს ახალ მოდელს, ხოლო დასავლეთის ბაზრებისთვის შვიდ მოდელს გეგმავს. ახალი მოდელების ხაზში როგორც ელექტრომობილები, ისე ჰიბრიდული ავტომობილები იქნება წარმოდგენილი. კომპანია ასევე მიზნად ისახავს, რომ გადასახადების გადახდამდე მოგების მარჟა 2025 წლის 3.5%-დან 8%-ზე მეტად გაზარდოს.

დასავლეთის ბაზრებისთვის განკუთვნილი მოდელები Volvo-ს ორ პლატფორმაზე იქნება აგებული, რაც საინვესტიციო ხარჯების შემცირებას შეუწყობს ხელს. ჩინეთის ბაზრისთვის განკუთვნილი მოდელები კი მონათესავე კომპანია Geely Auto-სთან ერთობლივად შეიქმნება.

Volvo-ს მიწოდების ჯაჭვის ხელმძღვანელმა ანალიტიკოსებსა და ინვესტორებს განუცხადა, რომ კომპანია აშშ-ის მომხმარებლებისთვის დიდი ზომის, ევროპისთვის მცირე და საშუალო ზომის, ხოლო ჩინეთისთვის საშუალო ზომის ავტომობილების განვითარებას გეგმავს.

მისივე თქმით, კომპანია ასევე მზადაა, სხვა ავტომწარმოებლებისთვის ავტომობილები ჩინეთის ქალაქ ჩენგდუსა და ბელგიის ქალაქ გენტში მდებარე ორ ქარხანაში აწარმოოს და შესაძლო პარტნიორობებზე კონკურენტებთან მოლაპარაკებებიც გამართოს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image AmEx-ის გლობალური დაფარვა ფართოვდება - დეტალები

12.10.2026.19:00

American Express-მა განაცხადა, რომ მისი საკრედიტო ბარათების გამოყენება მსოფლიოს მასშტაბით უკვე 190 მილიონზე მეტ სავაჭრო ობიექტშია შესაძლებელი. კომპანიის ინფორმაციით, აშშ-ის ფარგლებს გარეთ ბარათების მიღების ქსელი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ორჯერ მეტად გაიზარდა.

გაფართოება მიზნად ისახავს American Express-სა და კონკურენტ ბარათების ქსელებს, Visa-სა და Mastercard-ს შორის არსებული ხანგრძლივი სხვაობის შემცირებას. ისტორიულად, Visa-სა და Mastercard-ს აშშ-ის ფარგლებს გარეთ ბარათების მიღების უფრო ფართო ქსელი და რიგ მნიშვნელოვან საერთაშორისო ბაზრებზე უფრო დიდი მასშტაბი ჰქონდათ.

კომპანიის განცხადებით, მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ადგილებში ბარათების მიღების შესაძლებლობების გაძლიერებაზე, სადაც მისი მომხმარებლები ყველაზე ხშირად ხარჯავენ თანხას, მათ შორის ისეთ პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებზე, როგორებიცაა ბარსელონა, ჰონგ-კონგი, პარიზი და სიცილია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა