მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Walmart-ის აქციების ფასი 9%-ით შემცირდა

news image
mbc image

Walmart-მა განაცხადა, რომ მეორე კვარტალში შესადარებელი გაყიდვების ზრდის ტემპი ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი იყო. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ საწვავზე მაღალი ფასები, სავარაუდოდ, მომხმარებლებზე დამატებით ზეწოლას ახდენს, რაც აძლიერებს მოსაზრებას, რომ აშშ-ის მომხმარებლებისთვის ფინანსური წნეხი იზრდება.

საცალო ვაჭრობის გიგანტმა წლიური გაყიდვებისა და მოგების პროგნოზები გაზარდა და განაცხადა, რომ ფასების აგრესიული შემცირება წლის მეორე ნახევარში მოთხოვნის ზრდას შეუწყობს ხელს. თუმცა, ინვესტორები ამ პროგნოზმა ვერ დაარწმუნა. კომპანიის აქციების ფასი ერთ მომენტში 10%-ით, 102.85 დოლარამდე დაეცა, რაც ბოლო ცხრა თვის მინიმუმი იყო, დღის ბოლოს კი ვარდნამ 9%-ს გადააჭარბა.

აქციების ფასის შემცირებამ Walmart-ის საბაზრო ღირებულება 80 მილიარდ დოლარზე მეტით შეამცირა. ეს კომპანიისთვის ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნაა 2022 წლის მაისის შემდეგ.

მსოფლიოში შემოსავლების მიხედვით უმსხვილესი საცალო მოვაჭრე Walmart ცნობილია სასურსათო პროდუქტებსა და ყოველდღიური მოხმარების ნივთებზე დაბალი ფასებით, რაც კომპანიას კონკურენტებთან შედარებით მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევდა. თუმცა, ოთხშაბათს გამოცხადებული 11 000 პროდუქტის ფასის შემცირება ნაწილობრივ 2.9 მილიარდი დოლარის ოდენობის სატარიფო გადასახადების დაბრუნებით დაფინანსდება - ეს ერთჯერადი სარგებელია და მსგავს სტრატეგიას კონკურენტი კომპანიებიც იყენებენ.

მოთხოვნის შესუსტებაზე სხვა ნიშნებიც მიუთითებს. აშშ-ში საცალო გაყიდვები ივლისში მოულოდნელად შემცირდა, მაშინ როდესაც ბენზინის ფასები უკვე რამდენიმე თვეა მაღალ დონეზე რჩება. 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს

27.11.2026.09:00

ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.

2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა