მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.1
-0.0006
flag
AZN 1.5283
-0.0001
flag
CNY 38.909
0.0002
flag
EUR 2.9163
0.0036
flag
GBP 3.4784
0.0124
flag
KZT 58.09
0.0038
flag
TRY 0.0524
0
flag
USD 2.5976
-0.0002
news banner

WTO-ის ხელმძღვანელის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები საერთაშორისო ვაჭრობაზე ხანგრძლივ გავლენას მოახდენს

news image
mbc image

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილება და უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები მსოფლიო სავაჭრო ნაკადებზე ხანგრძლივ გავლენას მოახდენს, რადგან კომპანიები სამომავლო შოკებისგან თავის დასაცავად საქმიანობის დივერსიფიკაციას ცდილობენ.

მისი განცხადებით, მიმდინარე კონფლიქტის შედეგად ახლო აღმოსავლეთში ვაჭრობა მკვეთრად შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო ნაკადების შესანარჩუნებლად არაერთი ალტერნატიული მექანიზმი ამოქმედდა. მისი შეფასებით, ვაჭრობის აღდგენას გარკვეული დრო დასჭირდება, ხოლო ზოგიერთი ცვლილება შესაძლოა მუდმივი აღმოჩნდეს.

WTO-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს რეგიონში ექსპორტი 17%-ით, ხოლო იმპორტი დაახლოებით 15%-ით შემცირდება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოსთვის აუცილებელია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მარშრუტებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყვლადობაზე დაფიქრება“, - განაცხადა WTO-ს გენერალურმა დირექტორმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გამართულ ინტერვიუში.

„ვფიქრობ, ზოგიერთი ალტერნატიული მარშრუტი მომავალშიც შენარჩუნდება, რადგან როგორც სახელმწიფოებს, ისე ბიზნესს სურთ, თავი დაიზღვიონ შესაძლო გაუთვალისწინებელი მოვლენებისგან“, - აღნიშნა WTO-ის გენერალურმა დირექტორმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image WTO-ის ხელმძღვანელის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები საერთაშორისო ვაჭრობაზე ხანგრძლივ გავლენას მოახდენს

22.10.2026.11:00

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილება და უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები მსოფლიო სავაჭრო ნაკადებზე ხანგრძლივ გავლენას მოახდენს, რადგან კომპანიები სამომავლო შოკებისგან თავის დასაცავად საქმიანობის დივერსიფიკაციას ცდილობენ.

მისი განცხადებით, მიმდინარე კონფლიქტის შედეგად ახლო აღმოსავლეთში ვაჭრობა მკვეთრად შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო ნაკადების შესანარჩუნებლად არაერთი ალტერნატიული მექანიზმი ამოქმედდა. მისი შეფასებით, ვაჭრობის აღდგენას გარკვეული დრო დასჭირდება, ხოლო ზოგიერთი ცვლილება შესაძლოა მუდმივი აღმოჩნდეს.

WTO-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს რეგიონში ექსპორტი 17%-ით, ხოლო იმპორტი დაახლოებით 15%-ით შემცირდება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოსთვის აუცილებელია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მარშრუტებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყვლადობაზე დაფიქრება“, - განაცხადა WTO-ს გენერალურმა დირექტორმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გამართულ ინტერვიუში.

„ვფიქრობ, ზოგიერთი ალტერნატიული მარშრუტი მომავალშიც შენარჩუნდება, რადგან როგორც სახელმწიფოებს, ისე ბიზნესს სურთ, თავი დაიზღვიონ შესაძლო გაუთვალისწინებელი მოვლენებისგან“, - აღნიშნა WTO-ის გენერალურმა დირექტორმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა