Zara-ს მფლობელი Inditex ზრდის მომდევნო ეტაპისთვის აშშ-ის ბაზარზე აკეთებს აქცენტს
Fast fashion-ის გიგანტი Inditex, რომელიც Zara-ს მფლობელია, აშშ-ში ინვესტიციებს ახორციელებს და ქვეყანას ზრდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზრად განიხილავს, - აღნიშნულის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ოსკარ გარსია მასეირასმა განაცხადა. მისი თქმით, Zara აშშ-ში ახალ მაღაზიებს ხსნის და არსებულ ფილიალებს აახლებს, რათა უფრო მაღალი მსყიდველობითი შესაძლებლობის მქონე მომხმარებლები მიიზიდოს.
Zara-ს ახალი მაღაზიების გახსნა დენვერში, ფენიქსსა და პიტსბურგში იგეგმება. ამასთან, Inditex ნიუ-იორკში საკუთარ პრემიუმ ბრენდ Massimo Dutti-სა და Bershka-საც შემოიყვანს. ორივე ბრენდმა მანამდე საქმიანობა მაიამიში დაიწყო.
Inditex-ის გაფართოება აშშ-ში, რომელიც გაყიდვების მოცულობით ესპანეთის შემდეგ კომპანიის სიდიდით მეორე ბაზარია, ეტაპობრივად მიმდინარეობს. საცალო ვაჭრობის გიგანტი თითოეულ ქალაქში მოთხოვნას თავდაპირველად ონლაინ შეკვეთების საშუალებით აფასებს და მხოლოდ ამის შემდეგ ხსნის ფიზიკურ მაღაზიებს.
€170 მილიარდის ($197 მილიარდის) ღირებულების ესპანური კომპანია პანდემიის შემდეგ მნიშვნელოვნად გარდაიქმნა — Inditex-მა გაყიდვები გაზარდა და ამავდროულად, გლობალურად მაღაზიების რაოდენობა შეამცირა, რადგან უფრო დიდი, ფლაგმანური ობიექტების განვითარებაზე აკეთებს აქცენტს.
სხვა სიახლეები
Zara-ს მფლობელი Inditex ზრდის მომდევნო ეტაპისთვის აშშ-ის ბაზარზე აკეთებს აქცენტს
17.09.2026.15:00