დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,აჩინებულის“ ნატურალური წვენები საუდის არაბეთში ორასამდე სავაჭრო ობიექტში გაიყიდება

,,აჩინებულის“ ნატურალური წვენები საუდის არაბეთში ორასამდე სავაჭრო ობიექტში გაიყიდება

2023-11-10 15:00:04

ქართული ნატურალური წვენები ,,ალალიმიმდინარე წლის ოქტომბერში ქალაქ რიადში, საუდის არაბეთში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენას Saudi Agriculture International Trade Exhibition-ს სტუმრობდა.  

გლობალურ გამოფენაში ქართულმა ბრენდმა  დიდი მოწონება დაიმსახურა და ახალი პარტნიორებიც მოიზიდა.

როგორც Business Insider Georgia- თან ქართული ნატურალური წვენების ,,ალალისმწარმოებელი კომპანია ,,აჩინებულისდამფუძნებელი, ბიზნესმენი გოჩა ღვინეფაძე ამბობს, უკვე მიღწეულია შეთანხმება, რის საფუძველზეც ,,ალალი“ ექსპორტზე საუდის არაბეთში გავა და ორასამდე სავაჭრო ობიექტში გაიყიდება.

,,საუდის არაბეთში გამართულ გამოფენაში მონაწილეობა ჩვენი კომპანიისთვის განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა. ბევრი ქვეყანა იყო წარმოდგენილი, პოტენციურ პარტნიორებს შევხვდით და დავგეგმეთ მომავალი თანამშრომლობა. აქედან ორ პარტნიორთან შეთანხმებას მივაღწიეთ.  ჩვენი კომპანიისთვის ეს არის საკმაოდ დიდი წარმატება, ვინაიდან საუდის არაბეთი ძალიან საინტერესო ბაზარია, 35 მილიონიანი მოსახლეობით. საწყის ეტაპზე ალუბლის, ბროწეულისა და ყურძნის წვენები გავა, შემდეგ უკვე  ეტაპობრივად თვითონვე დაარეგისტრირებენ სხვა კატეგორიის წვენებს. ჯამში პროდუქცია ორასამდე  ობიექტში გაიყიდება, ცხადია, ეს მაჩვენებელი ეტაპობრივად გაიზრდება“, - აცხადებს გოჩა ღვინეფაძე.

ბიზნესმენი გლობალურ გამოფენებში მონაწილეობას აფასებს და აცხადებს, რომ ამ მხრივ დიდია სახელმწიფოს როლი, კერძოდ, სოფლის განვითარების სააგენტოსი, რომლის ხელშეწყობითაც ქართული კომპანიების წარმომადგენლები საუდის არაბეთს სტუმრობდნენ.

,,ძალიან კარგი საქმე გაკეთდა, რაც ქართველი მწარმოებლებისთვის დამატებითი შანსია, უფრო მეტად განვვითარდეთ და ქვეყნის გარეთ მეტმა ადამიანმა გაგვიცნოს. ყოველ ახალი გამოფენას ახალი კონტრაქტები და გეგმები მოჰყვება. ასეთი მაღალი დონის გამოფენები დიდ იმედს იძლევა მომავალი პარტნიორული თანამშრომლობისთვის. ამ თვალსაზრისით, ქალაქ რიადში გამართულ გამოფენას საკმაოდ საინტერესო გაგრძელება მიეცა, რის შესაძლებლობას ბოლომდე გამოვიყენებთ“,  - ამბობს გოჩა ღვინეფაძე.

ცნობისთვის, „აჩინებულისსაწარმო თელავში მდებარეობს. ისერთიანი აგროპროექტისფარგლებში შეიქმნა და გასული წლის ზაფხულიდან ამოქმედდა. საწარმოში ჯამში 2,8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. რაც შეეხება USAID -ის თანადაფინანსებით განხორციელებულ პროექტს, მისი ჯამური ინვესტიცია 235 000 დოლარს შეადგენს. აქედან 75 000 დოლარია გრანტია.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები