დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აშშ-ში ინფლაცია დაჩქარდა - Bloomberg

აშშ-ში ინფლაცია დაჩქარდა - Bloomberg

2024-04-10 18:35:00

აშშ-ში სამომხმარებლო ფასები წინა წლის მარტთან შედარებით 3,5%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ  Bloomberg ქვეყნის შრომის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. ამასთან, ფასები გაზრდილია თებერვალთან შედარებით 3,2%-ით და მაქსიმალურია 2023 წლის სექტემბერთან მიმართებით.

Bloomberg-ის მონაცემებით, ანალიტიკოსები ინფლაციის დაჩქარებას 3,4%-მდე პროგნოზირებდნენ.

აშშ-ში ფასები ენერგომატარებლებზე  გასულ თვეში 2023 წლის თებერვალთან შედარებით 2,1%-ით არის გაზრდილი, წლიურ ჭრილში 1,9%-იანი კლების შემდეგ.

ამასთან აშშ-ში ბენზინი 1,3%-ით გაძვირდა. კვების პროდუქტებზე ფასების ზრდის ტემპი 2,2%-იან ნიშნულზეა, საცხოვრებლის -5,7%-იან ნიშნულზე. ახალი ავტომობილები 01%-ით გაიაფდა, ფასების  0,4%-იანი ზრდის ფონზე, უფრო ადრე კი ფასების ზრდამ 2,2% შეადგინა. (-1,8% თებერვალში).

სამედიცინო პროდუქციის ფასები 2,5%-ით გაიზარდა, ტანსაცმელი -0,4%-ით გაძვირდა, სატრანსპორტო მომსახურება 10,7%-ით (ზრდა +9,9%) CPI-ს ინდექსი მარტში 0,4%-ით გაიზარდა.

სამომხმარებლო ფასები სურსათისა და ენერგიის ღირებულების გარეშე (Core CPI ინდექსი) მარტში ყოველთვიურად 0.4%-ით, ხოლო წლიურად 3.8%-ით გაიზარდა, რაც სრულად იმეორებს თებერვლის დინამიკას. ანალიტიკოსებმა საშუალოდ იწინასწარმეტყველეს Core CPI ინდექსის ზრდა თვეში 0.3%-ით და წლისთვის 3.7%-ით.

ფედერალური სარეზერვო სისტემა ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის მონაცემებს, რაც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია მონეტარული პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. აშშ-ის ცენტრალური ბანკის ინფლაციის სამიზნე 2%-ია.

FED-ის შემდეგი სხდომა 30 აპრილსა და 1-ელ მაისს გაიმართება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები