დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვინ გაყიდა და იყიდა 2023 წელს ყველაზე მეტი მიკროჩიპი

ვინ გაყიდა და იყიდა 2023 წელს ყველაზე მეტი მიკროჩიპი

2024-04-01 16:15:00

2023 წელს მიკროჩიპების გლობალური ექსპორტის ლიდერები იყვნენ ჰონგ კონგი, ტაივანი, სინგაპური, ჩინეთი და სამხრეთ კორეა.

ამის შესახებ გაეროს პლატფორმის Comtrade-ის ანგარიშშია ნათქვამი.

2023 წელს ჰონგ კონგი გახდა მიკროჩიპების მთავარი ექსპორტიორი, რომელიც მსოფლიო ბაზარს წელიწადში 193,5 მილიარდი დოლარის ღირებულების მიკროჩიპებით ამარაგებდა. ეს ქვეყანა ათი წელია რჩება ჩიპების ექსპორტის მსოფლიო ლიდერად.

ხუთეულში მოხვდნენ ტაივანი, რომელმაც 166,6 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა, სინგაპური (137,9 მილიარდი დოლარი), ჩინეთი (136,3 მილიარდი დოლარი) და სამხრეთ კორეა (86,1 მილიარდი დოლარი).

ჩინეთი გახდა ლიდერი მიკროჩიპების იმპორტში. ამ ქვეყანამ წელიწადში 350,1 მილიარდი დოლარის ღირებულების მიკროჩიპები იყიდა.

არსებული მონაცემებით, რუსეთმა 2023 წელს 14,5 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების მიკროჩიპები გაიტანა და გაყიდვების მოცულობით მსოფლიოში 56-ე ადგილი დაიკავა.

რუსეთის იმპორტმა 437,5 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, რითაც ეს ქვეყანა მსოფლიოში 42-ე ადგილზეა.

მანამდე, ამერიკის ნახევარგამტარების ინდუსტრიის ასოციაცი (SIA) იტყობინებოდა, რომ ნახევარგამტარების გლობალური გაყიდვები 2023 წლის ბოლოს რეკორდულ წელთან შედარებით 8,2%-ით შემცირდა და 526,8 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები