დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ადგილობრივ ბაზარზე პოზიციების გავიუმჯობესებთ, შემდეგ კი ექსპორტზეც გავალთ -  Deux

ადგილობრივ ბაზარზე პოზიციების გავიუმჯობესებთ, შემდეგ კი ექსპორტზეც გავალთ - Deux

2023-04-10 09:30:29

Deux-ი (დუქსი) მოზარდებისა და ჩვილი ბავშვების ტანსაცმლის საწარმო და მაღაზიაა, რომელიც ბაზარზე 2022 წელს გამოჩნდა და ლამაზი სამოსით პატარების გულები მალევე დაიპყრო.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ნათია ნაროზაული Business Insider Georgia-თან ამბობს, მაქსიმალურად ცდილობს, რომ პროდუქცია ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამასთან, ხარისხიანი და დახვეწილი, რადგან ბავშვთა ტანსაცმლის წარმოებაში მცირე შეცდომაც დაუშვებელია, როცა საქმე ხარისხსა და მოზარდის გემოვნებას ეხება.

„Deux -ი ბავშვთა ტანსაცმლის ქართული ბრენდია, რომელიც 2022 წელს დავაფუძნეთ. ძალიან მალე მოვიზიდეთ მომხმარებელი, ინტერესი თავიდანვე დიდი იყო.

ჩვენი საქმიანობის დაწყება სასწავლო სეზონის დაწყებას დაემთხვა, რაც ძალიან დაგვეხმარა რეალიზაციაში. საწყის ეტაპზე დავიწყეთ გოგონებისა და ბიჭების ტანსაცმლის მოდელებზე მუშაობა, თუმცა საბოლოოდ გოგონების ხაზის განვითარება გადავწყვიტეთ. ვთვლი, რომ წარმოების წარმატებისთვის ხარისხი გადამწყვეტია.

ჩვენს შემთხვევაში ამ მხრივ გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რადგან ბავშვთა ტანსაცმელი აუცილებლად უნდა იყოს უსაფრთხო, ამ მხრივ ევროპულ სტანდარტს ვაკმაყოფილებთ. ჩვენი სამოსი 100%-ით ნატურალური ქსოვილია, კარგად მორგებული და დახვეწილი თარგებით, სადა და კომფორტული, თუმცა ბავშვების გემოვნებასაც ვითვალისწინებთ.

სხვანაირად არც შეიძლება, ერთიც და მეორეც განსაკუთრებით საყურადღებო და საფრთხილოა, ამიტომ გვენდო და მოგვყვება მომხმარებელი პირველი დღიდან. ხარისხი ერთგვარი ნიშაა, რასაც ბოლომდე შევინარჩუნებთ“, - ამბობს ნათია ნაროზაული.

Deux -ის დამფუძნებელი ასევე აღნიშნავს, რომ კომპანიის გეგმაშია ექსპორტი, თუმცა მანამდე ორიენტირი ადგილობრივ ბაზარზეა.

„ვმუშაობთ კორპორაციული კლიენტების მოზიდვის კუთხით, რომ აქტიურად ვითანამშრომლოთ სხვადასხვა ორგანიზაციასთან. ვფიქრობ ექსპორტზეც, მაგრამ არ გვინდა ავჩქარდეთ, მანამდე ქართულ ბაზარზე გავაგრძელებთ საქმიანობას და პოზიციების განმტკიცებას. წინ ბევრი იდეაა, რომელსაც ჯერჯერობით საკუთარი ძალებით ვუმკლავდებით, თუმცა სამომავლოდ ვაპირებთ ,,აწარმოე საქართველოში“ ან რომელიმე სხვა პროგრამაში მონაწილეობას.

სერიოზული დაბრკოლება ჯერჯერობით არ გვაქვს. ბაზარზე დიდი პრობლემაა კვალიფიციური კადრი და ამ მხრივაც გაგვიმართლა“, - ამბობს ნათია ნაროზაული.

Deux-ის გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექცია რამდენიმე კვირის წინ ჩაეშვა გაყიდვაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები