დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„აგროჰაბი“ მეხუთე ფილიალის გახსნისთვის კადრების მოძიებას იწყებს

„აგროჰაბი“ მეხუთე ფილიალის გახსნისთვის კადრების მოძიებას იწყებს

2024-02-17 14:44:00

26 მარტს  „აგროჰაბს“ რიგით მე-5 ფილიალი შეემატება, რომელიც თბილისში, სანაპიროზე  ზვიად გამსახურდიას  #80 ში გაიხსნება. აღნიშნული ფილიალის მშენებლობა/გახსნისთვის კომპანიის მიერ გაღებული ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 25 მლნ ლარია.

როგორც Business Insider Georgia-სთან, „აგროჰაბის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირინა მაისაიამ განაცხადა, ახალი ფილიალისთვის თანამშომელთა შერჩევის პროცესი უკვე დაწყებულია.  

„აგროჰაბი“ როგორც საუკეთესო დამსაქმებელი ბაზარზე, არჩევს ადამიანურ კაპიტალს ახალი ფილიალისთვის, ისეთ პოზიციებზე, როგორიც არის:  კონსულტანტი და მოლარე როგორც დღის, ასევე ღამის ცვლაში, საწყობის თანამშრომლები, ასევე წარმოების კუთხით პურ-ფუნთშეულის მცხობელები, მზარეულები. გარდა ამისა დაცვის, მონიტორინგისა და სამეურნეო მიმართულება. ჯამში 300-მდე ვაკანტური პოზიციაა, სადაც თანამშრომლების შერჩევა უკვე დაწყებულია. - აცხადებს „აგროჰაბის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი.

ირინა მაისაიას თქმით, „აგროჰაბში“ დასაქმებას აქვს საკმაოდ ბევრი უპირატესობა,  პირველი რიგში დაწინაურების რეალური შანსი, სუფთა და კომფორტული სამუშაო გარემო. 

ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა კი ქსელში დასაქმებული სტუდენტებისთვის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაფინანსებაა, წელიწადში 1000 ლარის ოდენობით.  სტუდენტებს  და არა მარტო მათ ვთავაზობთ მოქნილ სამუშაო გრაფიკებს, რათა მათ სამსახურთან ერთად შეძლონ სწავლის და სხვა პირადი საჭიროებებისთვის დროის დაბალანსება. 
ასევე კომპანიაში მკაცრად არის დაცული ნებისმიერი დასაქმებულის უფლება, მათი ფუნქცია-მოვალეობები განსაზღვრულია წინასწარ და მათ  არ უწევთ სხვა დამატებითი მოვალეობების შესრულება.

გარდა ამისა, გვაქვს უამრავი სამოტივაციო/ წამახალისებელი მექანიზმები, რაც საბოლოო ჯამში გვაძლევს უფლებას ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ აგროჰაბი თავის სექტორში საუკეთესო დამსაქმებელია - აცხადებს „აგროჰაბის“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ამ ეტაპზე „აგროჰაბში“ 1800 თანამშრომელია დასაქმებული.

გარდა სანაპიროს ფილიალისა, 2024 წელს "აგროჰაბი" დაახლოვებით 40 მლნ ლარის ინვესტიციით კიდევ  ორი  ახალი ჰიპერმარკეტის გახსნას გეგმავს,  შემოდგომაზე საბურთალოზე, ჭილაძის ქუჩაზე და წლის ბოლომდე „აგროჰაბი“ უკვე  ქუთაისშიც იქნება წარმოდგენილი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები