დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აგვისტოში ბიუჯეტში გადასახადებიდან დაგეგმილზე 0,3%-ით მეტი თანხა შევიდა

აგვისტოში ბიუჯეტში გადასახადებიდან დაგეგმილზე 0,3%-ით მეტი თანხა შევიდა

2023-09-05 12:00:30

2023 წლის აგვისტოში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა შეადგინა 1,587 მლნ ლარი, რაც 0.3 პროცენტით აღემატება დაგეგმილ მაჩვენებელს.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2023 წლის ივლისში, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები წლიურად29.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ხარჯები 25.8 პროცენტით.

იმავდროულად, ნაერთი ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ, რაც წარმოადგენს მთავრობის დანაზოგს, შეადგინა -54.3 მლნ ლარი, ხოლო მთლიანი სალდო კი განისაზღვრა უარყოფით 411.5 მლნ ლარით.

2023 წლის აგვისტოში, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის წლიურ ზრდაზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა იქონია საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადიდან მიღებულმა შემოსავალმა, შესაბამისად 6.2 და 4.2 პროცენტიანი კონტრიბუციებით მთლიან ზრდაში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები