„თეგეტა“, „სქილვილი“ და „ჩართე“ გოგონების ციფრული მომავლის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ
„თეგეტა ჰოლდინგი“, ნეო უნივერსიტეტ „სქილვილთან“ და საქველმოქმედო ფონდ „ჩართესთან“ერთად, ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანიც გოგონების ეკონომიკური გაძლიერებაა მათთვის ისეთ ციფრულ პროფესიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით, როგორებიცაა პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციული ტექნოლოგიები.
„თეგეტა ჰოლდინგი“ საქველმოქმედო ფონდ „ჩართეს“ ბენეფიციარ 10 გოგონას ინფორმაციული ტექნოლოგიებისა (IT) და პროგრამირების 7-თვიან კურსებს დაუფინანსებს. გოგონებს საშუალება ექნებათ, ორ სხვადასხვა მიმართულებას შორის თავად აირჩიონ სასურველი კურსი. სწავლის დასრულების შემდეგ კი სამ წარჩინებულ გოგონას შესაძლებლობა მიეცემა, 3-თვიანი სტაჟირება გაიაროს „თეგეტას“ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ციფრული მარკეტინგის დეპარტამენტებში, დასაქმების პერსპექტივით.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები