მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7223.9
-0.0048
flag
AZN 1.5672
-0.0005
flag
CNY 39.367
0.0033
flag
EUR 3.1012
0.0016
flag
GBP 3.59
0.0081
flag
KZT 54.73
-0.0019
flag
TRY 0.0578
-0.0002
flag
USD 2.6638
-0.0009
news banner

TOP 10 ექსპორტიორი კომპანია - ვინ არიან მფლობელები

news image
mbc image

ვინ ფლობს საქართველოში TOP 10 ექსპორტიორ კომპანიას, რომელთაც 2023 წლის იანვარ-მაისში ქვეყნიდან ყველაზე მეტი პროდუქცია გაიტანეს?

საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად შემდეგი TOP 10 ექსპორტიორი კომპანია გამოიკვეთა (სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით: 

აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი  - 1997 წელს დაფუძნდა. კომპანიის დამფუძნებელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება IDS Borjomi Beverages Co.N.V., 70172 /ნიდერლანდების ანტილის კუნძულები/, კურასაო. დირექტორი - ივანე მაჭავარიანი

სს RMG Copper - 1996 წელს დაფუძნდა. კომპანიას სამეთვალყურეო საბჭო მართავს. თავმჯდომარე/წევრი: დმიტრი ტროიცკი, /რუსეთის ფედერაცია/ თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: დმიტრი კორჟევი, /რუსეთის ფედერაცია/    წევრი: ირინა ნიკიფოროვა,/რუსეთის ფედერაცია/. დირექტორი ჯონდო შუბითიძე.

სს რუსთავის აზოტი - 2016 წელს დაფუძნდა. კომპანიას მართავს სამეთვალყურეო საბჭო: პრაკაშ კეჯრივალ, /სინგაპური/    თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: რაჰულ სინგჰ, /ინდოეთი/  წევრი: ეფრემ ურუმაშვილი. გენერალური დირექტორი - ლევან ბურდილაძე, ერთპიროვნული დირექტორი - ჯეი პრაკაშ ჯაჯუ /ინდოეთი/ . 

შპს Caucasian Metals Terminal - 2011 წელს დაფუძნდა. გოჩა კურდღელია კომპანიაში 15%-ს ფლობს, რომელსაც ზვიადი ხურცილავა მართავს, ხოლო 85%-ს კვიპროსში რეგისტრირებული შპს C.I.I. Clay Industries International Limited, HE278917 /კვიპროსი/. დირექტორი - გოჩა კურდღელია.  

შპს RMG Gold - 1995 წელს დაფუძნდა. მფლობელები: სააქციო საზოგადოება RMG Copper - 3.79% შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს მაინინგ ინვესთმენთს - 96.21%. აღმასრულებელი დირექტორი - ჯონდო შუბითიძე.

შპს აჭარა ტექსტილე - 2008 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%- ს თურქეთში რეგისტრირებული ს.ს "აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთ" ფლობს. 

შპს კავკასიის ავტოიმპორტი - 2004 წელს დაფუძნდა. კომპანიას 4 მესაკუთრე ჰყავს - ლევან სურგულაძე - 27.9%, გიორგი სურგულაძე, /ორმაგი მოქალაქე საქართველო, აშშ/ - 34.875%, დავით გულაშვილი - 10%, გიორგი გულაშვილი - 27.225%. 

შპს ტოიოტა კავკასია - 2006 წელს დაფუძნდა. 100%- ს ტოიოტა ცუშო კორპორეიშენ, /იაპონია/, ფლობს. პრეზიდენტი - კოჯი მათსუნო. 

შპს ჯეი თი აი კავკასუს - 2011 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-ს ნიდერლანდებში რეიგსტრირებული კერძო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება JT International Holding B.V. ფლობს. დირექტორია სერგეი ბუკსა, რომელიც ბელორუსისა და შვეიცარიის მოქალაქეა. 

შპს ჯეო როუდი - 2016 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-ს ბააკა ალავიძე ფლობს. დირექტორის თანამდებობასაც ის იკავებს. 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა