დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქართულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა იწყება

აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქართულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა იწყება

2024-01-26 16:48:00

 29 იანვარს, ორშაბათს, 19:00 საათზე, სასტუმრო სტამბაში  - USAID განათლება მომავლისთვის პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებს თანამშრომლობა შედგება. პარტნიორობის მიზანია უნივერსიტეტებში მასწავლებლის მოსამზადებელი საგანმანათლებლო და განათლების მეცნიერებების პროგრამების განვითარების ხელშეწყობა.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას მიმართავენ:  

გიორგი ამილახვარი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი

რობინ ლ. დანიგანი - ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში

 

უნივერსიტეტების მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის  ოთხი უნივერსიტეტი შეირჩა, რომლებიც ხელს მოაწერენ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს. აღნიშნული უნივერსიტეტებია: 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
ასევე, ღონისძიებას დაესწრებიან როგორც უნივერსიტეტების რექტორები, ასევე დიპლომატიური და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

15 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები