დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ათიათასამდე  ვაკანტური ადგილი იძებნება, ბიზნესი კადრებს ეძებს - ,,სპექტრი"

ათიათასამდე  ვაკანტური ადგილი იძებნება, ბიზნესი კადრებს ეძებს - ,,სპექტრი"

2023-10-24 11:00:37

პროფესიული სასწავლებლების მიმართ მოთხოვნა გაზრდილია. თუმცა ბიზნესის მხრიდან კადრებთან დაკავშირებულ პრობლემას სექტორი ჯერჯერობით ვერ უზრუნველყოფს.

როგორც კოლეჯ ,,სპექტრის" დირექტორი მათე ტაკიძე Business Insider Georgia - თან ამბობს, წლიდან წლამდე მატულობს რეგისტრაციის მაჩვენებელი, მაგრამ მოთხოვნა ათაიათასობით კადრზეა, რის რესურსიც ამ ეტაპზე არ არის.
,,მოთხოვნა ძალიან დიდია.  ფაქტობრივად  არ მოიძებნება კომპანია, რომელიც თანამშრომელს არ ითხოვს. მარტო ელექტრობის მიმართულებით  127 სტუდენტი გვყავს რეგისტრირებული, რაც არასაკმარისია. ასეა  საინჟინრო მიმართულებაში.

ვცდილობთ, რომ რესურსი გავზარდოთ, მაგრამ ამის მიუხედავად დიდი დეფიციტია ბაზარზე. გრძელვადიან  და მოკლევადიან სეგმენტში 2000-მდე  სპეციალისტს ვამზადებთ, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. ათიათასამდე  ვაკანტური ადგილი იძებნება სხვადასხვა მიმართულებაზე, ბიზნესი კადრებს ეძებს", - ამბობს მათე ტაკიძე და დასძენს, რომ საკითხის მოგვარება სწორედ ბიზნესთან კოორდინაციით არის შესაძლებელი, რაშიც სექტორს საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს. 

,,ბევრი კომპანიაა, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე და ცდილობს პროფესიულ სასწავლებლებს კადრების გადამზადებაში დაეხმაროს. მთავარია ასევე ინფორმირება. ჩვენს შემთხვევაში, ორივე საკითხი მოგვარებულია. მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს გადამზადების პროცესი.  შაბათ-კვირასაც ვმუშაობთ, რომ მოკლევადიანი პროგრამა წარმატებით ამუშავდეს, ყველა ასეთი პროექტის უკან დგას ბიზნესი, რომელიც დაინტერესებული მხარეა", - ამბობს მათე ტაკიძე.

მისი ინფორმაციით, პროფესიულ კოლეჯში წელს 27 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 3 ათასით აღემატება.

მთავრობის ინფორმაციით, ბოლო 10 წელიწადში, პროფესიული კოლეჯების განვითარებაში სახელმწიფოს მხრიდან 200 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამასთან, წელს პროფესიული განათლების ბიუჯეტი 95 მილიონი ლარი იყო.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები