დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, დუბაიში გამოფენაზე, ჩინეთსა და გალფის ქვეყნებიდან პოტენციურ პარტნიორებთან, თხილის ექსპორტზე მოლაპარაკებები დავიწყეთ - „აი ჯი აგრო“

„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, დუბაიში გამოფენაზე, ჩინეთსა და გალფის ქვეყნებიდან პოტენციურ პარტნიორებთან, თხილის ექსპორტზე მოლაპარაკებები დავიწყეთ - „აი ჯი აგრო“

2024-02-27 15:10:00

თხილის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანია „აი ჯი აგრო“, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, დუბაიში საკვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენა Gulfood 2024-ში მონაწილეობდა, ევროპის შემდეგ არაბეთის გაერთიანებული საამიროების და აფრიკის ქვეყნების ბაზარებზე შესვლას გეგმავს, რაზეც კომპანიამ Gulfood-ის ფარგლებში მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

როგორც Business Insider Georgia-სთან „აი ჯი აგროს“ დირექტორის მოადგილემ ლუკა მიქელაიშვილმა განაცხადა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით კომპანიამ უკვე მონაწილეობა მიიღო ჩინეთის, კატარის და დუბაის გამოფენებში, ხოლო მარტში დაგეგმილია ბარსელონაში დაგეგმილ გამოფენა Alimentaria-ში მონაწილეობა. 

„Gulfood 2024 კომპანია „აი ჯი აგროსთვის“ ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი გამოფენა იყო. ძალიან ბევრ პოტენციურ შემსყიდველთან დავამყარეთ კონტაქტი და დავიწყეთ მოლაპარაკებები. დაინტერესების კუთხით პირველ რიგში დავასახელებდი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებს: ალჟირი, ლიბია. ინდოეთიდან იყო ძალიან ბევრი წარმომადგენელი და ინტერესიც, ასევე იყო ინტერესი ისრაელიდან. გამოფენაზე აქტიურად იყვნენ წარმოდგენილები ლათინური ამერიკის ქვეყნები“, - აღნიშნა ლუკა მიქელაიშვილმა. 

კომპანია ექსპორტის დაწყებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს ასევე ჩინეთთანაც.  

„ჯერჯერობით თავიდან ბოლომდე ექსპორტზე ვმუშაობთ და ჩვენს პროდუქციას ვყიდით გერმანიაში, ლატვიაში იტალიაში. ეს ქვეყნებია ჩვენი ძირითადი ბაზრები. თუმცა გამოფენის შემდეგ აქტიური მოლაპარაკება გაქვს უკვე ჩინეთთან. 

მწარმოებლები ვართ და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა გვაძლევს კონკურენტულ უპირატესობას თურქეთთან შედარებით, რომელსაც არ აქვს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. შესაბამისად ჩვენი პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე შედარებით შეღავათიანი საფასო კატეგორიით სარგებლობს“, - აღნიშნა ლუკა მიქელაიშვილმა.

„აი ჯი აგროს“ ექსპორტზე გატეხილი თხილი, თხილის გული, მოხალული თხილი და თხილის პასტა გააქვს. ამ დროისათვის პროდუქცია ექსპორტზე საბითუმო შეფუთვებით გაქვთ, თუმცა კომპანია ინტენსიურად მუშაობს საცალო შეფუთვებზე და ბრენდირებაზე. საცალო შეფუთვებით პროდუქციის წარმოების შემდეგ კი „აი ჯი აგრო“ პროდუქციას ადგილობრივ ბაზარსაც მიაწვდის.

კომპანია თხილს იბარებს როგორც ფერმებისგან ისე საკუთარი პლანტაციიდან, რომელიც 700 ჰა-ზე აქვს გაშენებული.

„მუდამ განახლებისა და განვითარების რეჟიმში ვართ, ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს და ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ დავამატოთ საცალო შეფუთვები“, - განაცხადა ლუკა მიქელაიშვილმა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები