დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„აუგუსტის“ დახლებზე ფსტის პასკა გამოჩნდება

„აუგუსტის“ დახლებზე ფსტის პასკა გამოჩნდება

2024-04-11 11:16:00

ფრანგული ბულანჟერიის ცნობილი ბრენდის ,,აუგუსტის" დახლებზე წელს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ფსტის პასკების გამოჩნდება.  

„აუგუსტს“ გახსნის დღიდან არცერთი წელი არ გაუტარებია პასკების გარეშე. პანდემიის პერიოდში ჩვენს მომხმარებელს გავაცანით ნუშის პასკა, რომელიც დღემდე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. წელსაც გვაქვს სიახლე, ჩვენს დახლებზე ფსტის პასკა გამოჩნდება. ჩვენი პასკები სახლური რეცეპტით მზადდება, უმაღლესი ხარისხსი ნაღების კარაქისგან“, - ამბობს  Business Insider Geoorgia-ს „აუგუსტის“ თანადამფუძნებელმა ქრისტინე მორჩილაძემ განუცხადა.

„აუგუსტი“ პასკებზე იღებს კორპორაციულ შეკვეთებს, ასევე პროდუქტის შეძენა საცალო ქსელშიც არის შესაძლებელი. 

„აუგუსტის“ გასაყიდად გამოაქვს შოკოლადის, ნუშის, ფსტის და კლასიკური პასკა. რაც შეეხება ფასებს, კორპორაციული და საცალო ღირებულება განსხვავდება. 

ყველაზე მცირე ზომის პასკის (350გრ) ფასი 10 ლარიდან იწყება და მოცულობების მიხედვით 25 ლარამდეა. 

„აუგუსტი“ საცალო გაყიდვებით შემოვიდა ბაზარზე 2019 წელს წერეთლის 55 ში გახსნილი ფილიალით. დღესდღეობით ბრენდს აქვს 7 ფილიალი ჭავჭავაძის 16, ყაზბეგის 6, კრწანისის 7, გაზაფხულის 9, წერეთლის 55, აღმაშენებლის 119 და საწარმო ფილიალით ბეჟანიშვილის 4-ში. კომპანიაში დასაქმებულია 90 ადამიანი. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები