მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7168
0.0013
flag
AZN 1.5324
-0.0003
flag
CNY 38.85
-0.0011
flag
EUR 2.9576
0.0024
flag
GBP 3.4624
0.0146
flag
KZT 59.24
-0.0008
flag
TRY 0.0531
-0.0001
flag
USD 2.6047
-0.0004
news banner

დღეს, 28 აპრილს, „ავერსის" სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს სთავაზობს ქეშბექ აქციას

news image
mbc image

დღეს, 28 აპრილს, „ავერსის" სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს სთავაზობს ქეშბექ აქციას.

ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათით ან ერთგული საკრედიტო ბარათით„ავერსის" აფთიაქებში მინიმუმ 50 ლარის ღირებულების ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას მომხმარებელი მომენტალურად დაიბრუნებს გადახდილი თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 30 ლარს.

შეთავაზება ვრცელდება „ავერსის" ონლაინ მაღაზიაზეც - aversishop.ge.

ქეშბექს მიიღებთ როგორც ერთი, ისე რამდენიმე გადახდის შემთხვევაში. ქეშბექის მაქსიმლური თანხა არის 30 ლარი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

Aversi Pharma
image „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის ყველაზე მასშტაბური ფილიალი გაიხსნა

04.06.2025.10:00

2 ივნისს გაიხსნა „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის სამას სამოცდამესამე, ყველაზე მასშტაბური ფილიალი. აფთიაქს სავაჭრო ცენტრ „ქარვასლის“ ორ სართულზე ათასი კვადრატული მეტრი უკავია. აქ წარმოდგენილია როგორც მედიკამენტების სრული ასორტიმენტი, ისე პრემიუმკლასის ბრენდების ექსკლუზიური პროდუქცია: თავის მოვლის საშუალებები, დეკორატიული და სამკურნალო კოსმეტიკა, ბავშვის კვებისა და მოვლის საშუალებები და აქსესუარები.

პაატა კურტანიძემ, ჰოლდინგ „ავერსის“ დამფუძნებელმა, აღნიშნა, რომ თითოეული ავერსელის მიზანი მომხმარებლის კმაყოფილება და კომფორტია, ამიტომ „ავერსი“, უპირველეს ყოვლისა, ხარისხიანი მომსახურების შეთავაზებაზეა ორიენტირებული. სააფთიაქო ქსელის ახალი, სრულიად განსხვავებული ფილიალი სწორედ ამ მიზნით და მომხმარებლის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეიქმნა. ბატონმა პაატამ მადლობა გადაუხადა თითოეულ თანამშრომელს, რომელმაც წვლილი შეიტანა ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში.

ბრენდმენეჯერმა თამარ კობახიძემ მომხმარებელს წარუდგინა დედებისა და ბავშვების საყვარელი იტალიური ბრენდის „ჩიკოს" შოურუმი, რომელიც აფთიაქის პირველ სართულზეა განთავსებული. აქ წარმოდგენილია ბრენდის სრული ასორტიმენტი: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაბადებიდან რვა წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, უსაფრთხო და ბუნებრივი მასალის სათამაშოები, აქსესუარები, საბავშვო ინვენტარი – ეტლები, სკამ-მაგიდები, მანქანის სავარძლები და სხვა. ბრენდმა მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებები და საჩუქრები მოუმზადა, უპრეცედენტო ფასდაკლება კი 5 ივნისამდე  გაგრძელდება.

იტალიის სრულუფლებიანმა ელჩმა, ბატონმა მასიმილიანო დ’ანტუონომ, რომელიც ავერსული წვეულების საპატიო სტუმარი გახლდათ, გვითხრა: მოხარული ვარ, რომ  იტალიურ ბრენდ ,,ჩიკოს“ ქართველ მომხმარებელთან სწორედ  „ავერსი“ წარადგენს.

აფთიაქის მეორე სართულზე მდებარეობს აუთლეტი, სადაც მომხმარებელი მაქსიმალური ფასდაკლებით შეიძენს თავის მოვლის საშუალებებს.

ეკა ბურძენიძემ, „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის დირექტორმა, მადლობა გადაუხადა თითოეულ მომხმარებელს და აღნიშნა, რომ კომპანიის ყოველი წარმატება სწორედ მათ უკავშირდება.

„ავერსი“ განაგრძობს ქსელის განვითარებას, რათა საქართველოს ყველა მცხოვრებისთვის ხელმისაწვდომი იყოს მაღალი ხარისხის სააფთიაქო ქსელის მომსახურება.

#სიყვარულითავერსი

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა