დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აზერბაიჯანში ტურისტების 4,9% საქართველოდან ჩავიდა

აზერბაიჯანში ტურისტების 4,9% საქართველოდან ჩავიდა

2024-02-25 16:00:00

2024 წლის იანვარში აზერბაიჯანს 152 ქვეყნიდან 165,8 ათასი ტურისტი ეწვია, რაც 39,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან. 

აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, ქვეყანაში ჩასული ტურისტების 27,5% იყო რუსეთიდან, 19,8% - თურქეთიდან, 9,7% - ირანიდან, 6,1% - ინდოეთიდან, 4,9% - საქართველოდან, 3,5% – საუდის არაბეთიდან, 2,9% - ყაზახეთიდან, 2,7% - არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, 2,5% - პაკისტანიდან, 2,4% - ქუვეითიდან, 2% - უზბეკეთიდან, 1,8% - ომანიდან, 1,5% - თურქმენეთიდან, 1,3% - უკრაინიდან, 1% - ბელორუსიიდან, 10,4% - სხვა ქვეყნებიდან.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთიდან და ყირგიზეთიდან ტურისტების ნაკადი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამჯერ მეტია.

აზერბაიჯანში ჩასული უცხოელების 67,5% ქვეყანაში საჰაერო ტრანსპორტით, 31,1% - სარკინიგზო და საავტომობილო, ხოლო1,4% - საზღვაო ტრანსპორტით მოხვდა.

ირკვევა, რომ 2023 წლის იანვართან აზერბაიჯანში დსთ-ს ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა 25,1%-ით გაიზარდა და 61,3 ათასი ტურისტი შეადგინა, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან - 1,5-ჯერ მეტი სულ 4,7 ათასი ტურისტი, ხოლო ყურის ქვეყნებიდან - 1,6-ჯერ მეტი, 35,1 ათასი ტურისტი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები