დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ბალანსი“ პირველ „ბალანს ექსპრესს“ თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე გახსნის

„ბალანსი“ პირველ „ბალანს ექსპრესს“ თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე გახსნის

2023-12-08 12:00:28

ჯანსაღი კვების რაციონის გამოძახების ახალი სერვისი „ბალანსი“, რომელიც ბაზარზე 2022 წლის ბოლოს გამოჩნდა და რომლის დამფუძნებლები ცნობილი შეფები ნუცა სურგულაძე და გაბრიელ მაგუბ გახლავთ, წლის შეჯამებით კმაყოფილები არიან და 2024 წელს გაფართოებასაც გეგმავენ.

როგორც Business Insider Georgia-თან „ბალანსის“ დირექტორმა ნინა პერტენავამ განაცხადა, გაფართოების სქემის ფარგლებში „ბალანსი“ პირველ „ბალანს ექსპრესს“ თბილისში, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე გახსნის.

„იგეგმება ასევე „ბალანსის“ რეგიონებში შესვლაც. „არსებული ზრდის ტემპით ვართ კმაყოფილები. პირველ რიგში დიდი მოთხოვნაა ფილიალების გახსნაზე სხვა ქალაქებშიც, რაზეც ვმუშაობთ, თუმცა წლის დასაწყისში, პირველ რიგში ვაპირებთ გავხსნათ პირველი „ბალანს ექსპრესი“, რომელიც დაგვეხმარება იმაში, რომ მომხმარებელმა ადგილზეც შეიძინოს პროდუქცია“, - ამბობს ნინა პერტენავა.

გაფართოების პარალელურად იგეგმება „ბალანსში“ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაც. კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბიზნეს მოდელი ისე კარგადაა ჩამოყალიბებული, რომ წლის განმავლობაში „ბალანსს“ ფასების კორექტირება არ დასჭირვნია.

„ჩვენ იმდენად კარგად გვქონდა გათვლილი წლის ჭრილში ფასთწამოება, რომ ჩვენთან მატება არ ყოფილა. ფასის ცვლილებები არ დაგვჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც პროდუქტები გაძვირდა. ჩვენ მაინც გრძელვადიანი ურთიერთობები გვაქვს მომწოდებლებთან და ფასი დიდად არ გაუზრდიათ“, - ამბობს ნინა პერტენავა.

მისვე თქმით, დღეისათვის „ბალანსის“ მომხმარებელთა რაოდენობა ყოვედღიურად იზრდება.

„ზოგადად „ბალანსი“ შეიქმნა იმ მოთხოვნიდან გამომდინარე რაც ჩვენს ოჯახს და ახლობლებს გააჩნდათ. ანუ ჯანსაღი საკვები, რომ ყოფილიყო ძალიან გემრიელი და თან მის მომზადებაზე ბევრი დრო არ დაკარგულიყო. იმიტომ, რომ ყოველდღიურად საკუთარი თავისთვის მსგავსი მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების მომზადება სახლში ძალიან დიდ დროს მოითხოვს. ზუსტად ეს იყო „ბალანსის“ შექმნის იდეა. გეტყვით, რომ ფრანგი შეფის დამსახურებით, ბალანსის კერძები ისეთი გემრიელია, რომ დაიმსხვრა მითი იმის შესახებ თითქოს ჯანსაღი და სასარგებლო კვება არის უგემური.

კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ აღმოჩნდა ეს საქმე ასე წარმატებული, არის ის, რომ გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა. მაგალითად, ყველა ადამიანს აქვს საკუთარი გემოვნური თუ კვებითი პრიორიტეტები: ბევრი ჩვენი მომხმარებელი არ მიირთმევს ხორცს, ზოგი კი პირიქით, ვარჯიშობს და მეტი ცილა ესაჭიროება, ზოგს დესერტის გარეშე უჭირს დიეტის დაცვა, ზოგსაც დიაბეტი აქვს და ნახშირწლებს ერიდება. „ბალანსი“ყველაფერს ითვალისწინებს და ამ ინდივიდუალური მიდგომის გამო თავისი ერთგული მომხმარებლები შეიძინა. ჩვენთვის ყველაზე დიდი ჯილდოა კმაყოფილი მომხმარებლის უკუკავშირი, რომ მათ მიაღწიეს სასურველ შედეგს კომფორტულად, ყოველგვარი სტრესის გარეშე“, - აცხადებს კომპანიის დირექტორი.

უფრო მეტი დეტალი „ბალანსის“ შესახებ იხილეთ კომპანიის ვებგვერდზე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები