დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმში ბუტიკ-სასტუმრო Indigo გაიხსნება - ინვესტიციის მოცულობა 25 მლნ ლარამდეა

ბათუმში ბუტიკ-სასტუმრო Indigo გაიხსნება - ინვესტიციის მოცულობა 25 მლნ ლარამდეა

2023-08-13 00:26:15

წლის ბოლომდე აჭარას კიდევ ერთი მაღალი კალსის სასტუმრო  შეემატება.

ბათუმში საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში, რომელიც მემედ აბაშიძის ქუჩა N25 მდებარეობს, ბუტიკ-სასტუმრო Indigo მე-19 საუკუნის შენობაში საახალწლოდ გაიხსნება და სტუმრების მიღებას დაიწყებს.

როგორც სასტუმროს მფლობელი კომპანია „სტარ კაპიტალის“ დამფუძნებელმა ზურაბ ნასყიდაშვილმა Business Insider Georgia-ს განუცხადა, სასტუმრო 55 ნომერზეა გათვლილი და ამ დროისათვის მისი ავეჯით გაწყობის პროცესი მიმდინარეობს. 

Hotel Indigo® Batumi-ში „სტარ კაპიტალის“ მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 22-25 მლნ ლარამდეა, რაშიც შენობის ფასიც შედის. 

კომპანიამ ბათუმში მდებარე ისტორიული ნაგებობა 2017 წლის ნოემბერში პირობებიან აუქციონზე 9.2 მლნ ლარად შეიძინა. „სტარ კაპიტალის“ ვალდებულებაა ასევე საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში განთავსებული საათის მოვლა-პატრონობა, რომლის ბათუმის მერიის საკუთრებაა.

აღსანიშნავია, რომ Hotel Indigo ბუტიკის ტიპის სასტუმროა, რომელიც IHG-ის წევრია. Hotel Indigo-ს პირველი სასტუმრო 2004 წლის ოქტომბერში ატლანტაში გაიხსნა. ამ დოისათვის Hotel Indigo მსოფლიოში 130-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

18 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები