დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმში კიდევ ერთი ტურისტული ატრაქციის რეაბილიტაცია სრულდება

ბათუმში კიდევ ერთი ტურისტული ატრაქციის რეაბილიტაცია სრულდება

2024-02-22 10:21:00

თამარის ციხისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.

ბათუმის მერის არჩილ ჩიქოვანი განცხადებით, აღნიშნული პროექტი მოიცავს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კონსერვაციას და მიმდებარე ინფრასტრუქტურის სრულ კეთილმოწყობას. მისივე თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ბათუმში ახალი სასეირნო და დასასვენებელი სივრცით.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა:

▪️ ციხის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები

▪️ ციხის მიმდებარე ტერიტორიის, ბილიკებისა და კიბის კეთილმოწყობა

▪️ განათების სისტემის მონტაჟი

▪️ ციხესთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და პარკირების სივრცის მოწყობა

▪️ არსებული ტერასის მოპირკეთება ფილებით

▪️ ტერასებს შორის ასასვლელი ბილიკების მოწყობა.

სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დასრულდება, რისთვისაც 1 მილიონ 534 ათასი ლარი გამოიყო.

„აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ შეისყიდა თამარის ციხის კონსერვაციისა და ვიზიტორებისთვის მისი ადაპტაციის პროექტი, რაზეც ბათუმის მერიამ განახორციელა სამუშაოები სრული დაფინანსებით. ძეგლის რეაბილიტაციის მიმდინარეობისას გამოვლინდა სხვა დამატებითი სამუშაოების შესრულების აუცილებლობა, რაზეც სააგენტო რამდენიმე დღეში დაიწყებს სამუშაოებს ბათუმის მერიასთან ერთად“ - განაცხადა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ზაურ ახვლედიანმა.

თამარის ციხისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის სამუშაოებს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ზაურ ახვლედიანთან ერთად გაეცნო.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები