დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმში მუდმივმოქმედი ობიექტის გახსნას ვგეგმავთ - ,,ლოლი“

ბათუმში მუდმივმოქმედი ობიექტის გახსნას ვგეგმავთ - ,,ლოლი“

2023-07-18 17:00:12

 

საქართველოში იოგურტის ნაყინის პირველი მწარმოებელი კომპანია ლოლი/lolly რეგიონების მიმართულებით გაფართოებას გეგმავს.

აქამდე ბათუმის მცხოვრებლებსა და სტუმრებს ,,ლოლის“ დაგემოვნება სეზონურად შეეძლოთ, ამიერიდან კი კომპანია მუდმივმოქმედ ობიექტს გახსნის.

აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia-თან ,,ლილის“ დირექტორი ბექა კეზერაშვილი საუბრობს.

„ქართულ ბაზარზე პიონერები ვართ, ვინც ქართველ მომხმარებელს იოგურტის ნაყინი შესთავაზა. 8 წელია, რაც ბაზარზე ვართ. ნაყინის ხაზს დავამატეთ ვაფლის ნაირსახეობა, რომელიც ასევე საკმაოდ პოპულარულია. მთლიანობაში, წინა წელთან შედარებით 2-ჯერ გაზრდილი მოთხოვნაა. გაყიდვაშია იოგურტის და კლასიკური, მათ შორის პირველი (იოგურტის) უცვლელია, კლასიკური კი მუდმივად იცვლება.

ამ ეტაპზე რეალიზაციაში გვაქვს მშრალი და სეზონური ხილის ნაყინი, ასევე 30 სახეობის ტოპინგი (მოსართავი), რომელსაც მომხმარებლები თავიანთი გემოვნებით ირჩევენ. რაც შეეხება რეგიონებს, სეზონურად ვართ წარმოდგენილი ბათუმში, თუმცა ვაპირებთ მუდმივმოქმედი ფილიალის გახსნას.

გრძელვადიან პერიოდში კი რეგიონების მიმართულებით განვითარებას ვგეგმავთ, რაზეც აქტიურ მუშაობას მომავალი წლიდან დავიწყებთ“, - ამბობს ბექა კეზერაშვილი.

ცნობისთვის, იოგურტის“ ნაყინის მწარმოებელი კომპანია ,,ლოლი“ საქართველოში 2015 წელს დაფუძნდა. კომპანია წარმოდგენილია შემდეგ ლოკაციებზე: საბურთალოს სითი მოლი, ბაზარი ორბელიანზე, აღმაშენებლის 38 და ისთ ფოინთი. პროდუქტის ფასი საშუალოდ 6-12 ლარის ფარგლებშია. კომპანიაში 10 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები