დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმში, „პანორამის“ საინვესტიციო აპარტამენტების 30%-ზე მეტი გავყიდეთ - Tower Group-ი

ბათუმში, „პანორამის“ საინვესტიციო აპარტამენტების 30%-ზე მეტი გავყიდეთ - Tower Group-ი

2023-10-18 17:00:13

პროექტი “პანორამა” 40-სართულიანი მულტიფუნქციური კომპლექსია, რომელიც ბათუმში საერთაშორისო ბრენდის 5-ვარსკვლავიან სასტუმროსა და საინვესტიციო აპარტამენტებს გააერთიანებს. კომპლექსი შავი ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში მდებარეობს და მას  Tower Group-ი ახორციელებს.

პროექტმა „პანორამამ“ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებაზე, International Property Awards-ზე, რეგიონში საუკეთესო დეველოპერული პროექტის ნომინაციაში გაიმარჯვა, საერთაშორისო აღიარება  მოიპოვა  და 5 ვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო.

როგორც Business Insider Georgia-თან Tower Group-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა სოფო წულაძემ განაცხადა, „პანორამაში“ 1 კვ/მ-ის ფასი 1800 დოლარიდან იწყება.

„Tower Group-ის „პანორამას“ გაყიდვები 1,5 წელია რაც დავიწყეთ. ამ დროისათვის პროექტში 1 კვ/მ-ის ფასი 1800 დოლარიდან იწყება და ფასი დამოკიდებულია ფართის მოცულობაზე, სართულსა და ხედზე. ამ დროისათვის გაყიდულია საინვესტიციო აპარტამენტების 30%-ზე მეტი. გაყიდვები და სამშენებლო პროცესი ერთმანეთთან თანხვედრაშია - სრულდება მე-12 სართულის მშენებლობა, რაც სამშენებლო ფართისა და სირთულეების თვალსაზრისით სამუშაოების მესამედზე მეტია.   

რაც შეეხება ჩვენს ინვესტორებს, შერეული აუდიტორიაა, გვყავს როგორც ქართველები, ასევე უცხოელები. პროექტი ძალიან პოპულარულია ქართველ ემიგრანტებში, მათთვის განსხვავებული გადახდის პირობები გაქვს - უპროცენტო განვადებას და 0% პირველად შენატანს ვთავაზობთ“, - ამბობს სოფო სულაძე.

Tower Group-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ „პანორამას“ მყიდველები სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეები არიან, ხშირ შემთხვევაში ჩვენი გაყიდვები თანხვედრაში მოდის ტურიზმის სექტორთან - „საიდანაც გვყავს ტურისტები, იმ მიმართულებით არის ჩვენი გაყიდვებიც“.

„ჩვენი გაყიდვები ძალიან ახლოს დგას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის აქტივობასთან. სადაც გვაქვს პირდაპირი ფრენები და არის ტურისტული კავშირები სწორედ ის ბაზრები/ქვეყნები დომინირებენ ჩვენს გაყიდვებშიც: ყაზახეთი, ისრაელი, ევროპა“, - ამბობს  Tower Group-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

სოფო წულაძის თქმით, დღეისათვის არსებული გაყიდვები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, თუმცა Tower Group-ს უფრო მაღალი მოლოდინები ჰქონდა.

„მოლოდინი უფრო მეტის გვქონდა, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომმა ძალიან უკან დაგვხია. ფაქტობრივად გავჩერდით 2-3 თვე.  ისრაელში განვითარებული მოვლენებიც საკმაოდ ნეგატიური პროგნოზის საფუძველს გვაძლევს, ჩვენს კლიენტებს შორის არაერთი ქართველი ებრაელია“, - აცხადებს  Tower Group-ის წარმომადგენელი.

Tower Group-ი არის სამშენებლო კომპანიის, „GZA“-ს შვილობილი კომპანია. აღსანიშნავია, რომ Tower Group-ის  ისტორია კომპანია „გზადან“ დაიწყო. 2005 წლიდან დღემდე, შპს „გზა“-მ განახორციელა მრავალი წარმატებული სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიცაა ბათუმი ცენტრალი, ბათუმის აეროპორტი, სახლი ძველ ბათუმში და ქალაქის კომუნალური ინფრასტრუქტურა. სწორედ ამ წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ და ენთუზიაზმმა განაპირობა შვილობილი კომპანიის, Tower Group-ის შექმნა.

Tower Group-მა სწრაფად მოიპოვა სანდო და ინოვაციური კომპანიის რეპუტაცია თავისი გამოცდილებით, მიზნებით და უნიკალური, თანამედროვე პროექტებით.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები