დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმში პარკინგის პრობლემა შესაძლოა, ვერტიკალური ავტოპარკინგების მოწყობის შემთხვევაში გადაწყდეს - საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია

ბათუმში პარკინგის პრობლემა შესაძლოა, ვერტიკალური ავტოპარკინგების მოწყობის შემთხვევაში გადაწყდეს - საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია

2023-10-02 18:00:07

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე მიიჩნევს, რომ ბათუმში პარკინგის პრობლემის მოგვარება ახალი, თანამედროვე ტიპის ვერტიკალური ავტოპარკინგების მოწყობის შემთხვევაშია შესაძლებელი.

როგორც Business Insider Georgia-სთან ბიზნესმენმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე ჰქონდა აჭარის მთავრობასთან და ასევე ბათუმის მერიასთან. 

„ბათუმში პარკინგის მხრივ დიდი პრობლემა გაქვს. თუმცა ახალი ინოვაციური ავტოპარკინგის (ლიფტიანი) სისტემის მოწყობის შემთხვევაში არსებული პრობლემის მოგვარება შესაძლებელი ხდება. ბოლო რეგულაციის მიხედვით, შენობების ექსპლუატაციაში შესასვლელად აუცილებელია, რომ ობიექტს პარკინგი ჰქონდეს.

იმ კომპანიებს, რომელთაც ფართის სიმცირის გამო პარკინგის პრობლემა აქვთ, შეგვიძლია დავეხმაროთ და მაგალითად 5 მანქანის სადგომის ნაცვლად 30 ავტომობილზე გათვლილი ლიფტიანი ავტოპარკინგები შევთავაზოთ. 

კონსულტაციები უკვე გვქონდა მთავრობასთან და ქალაქის მერიასთან და მათ იდეა მოიწონეს. ჩემი ინფორმაციით არის საუბარი იმაზე, რომ გამოცხადდეს ინტერესთან გამოხატვა, რათა ქალაქის შემოსავლელში ან გასასვლელში გაკეთდეს ავტოპარკინგები. ჯერ ადგილი გამოყოფილი არ არის, თუმცა მსგავსი პროექტის განხორციელების იდეა არსებობს. 

ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ აჭარის მთავრობას, ბათუმის მერიას პრობლემის მოგვარებაში“, - განუცხადა Business Insider Georgia-ს  ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ.

საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კომპანია Sanpark-ის მიერ წარმოებული პარკინგების მონტაჟზე ბიზნესის მხრიდან დიდი ინტერესია. „გუმბათი ჯგუფთან“ თანამშრომლობით განხორციელებული წარმატებული პროექტის შემდეგ ახლა მოლაპარაკებები კიდევ 2 სამშენებლო კომპანიასთან მიმდინარეობს. 

„მოთხოვნა კერძო სექტორის მხრიდან არის. ერთი პროექტი უკვე განვახორციელეთ და 2 კომპანიისგან საბოლოო პასუხებს ველოდებით, ხარჯთაღრიცხვა უკვე გადაგზავნილი გაქვს“, - განაცხადა ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ.

მისი თქმით, ერთ-ერთი კომპანია, რომელთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს „ორბი ჯგუფია“.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები