დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმში, საერთაშორისო ბრენდ „მანგოს“ მეოთხე მაღაზია გაიხსნა

ბათუმში, საერთაშორისო ბრენდ „მანგოს“ მეოთხე მაღაზია გაიხსნა

2023-11-18 14:50:40

ბათუმში „მანგოს“ უახლესი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა . ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ესპანური ბრენდი ,,გრანდი მოლში" განთავსდა.

როგორც ,,სინომი რითეილის" ხელმძღვანელი რევაზ მაღალაშვილი Business Insider Georgia- თან აღნიშნავს, მიმდინარე სეზონი კომპანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია.

კერძოდ, 6 ოქტომბრიდან  კომპანიამ გახსნა 10 წამყვანი  საერთაშორისო ბრენდი, როგორიცაა: Zara, Massimo Dutti, Mango, OYSHO, Stradivarius, Kiko Milano, Sunglass Hut, Parfois, Aldo, Charles & Keith.

მაღალაშვილის ინფორმაციით, ბრენდული მაღაზიებისთვის შეგნებულად შეირჩა აჭარა, სადაც  მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა ერთ-ერთი მაღალია საქართველოში და  საშუალო ოჯახზე შემოსავლით თბილისსაც კი აჭარბებს.

,,აჭარაში ,,მანგოს" მეოთხე ფილიალი გავხსენით. ვფიქრობთ, რომ ბათუმის მაღაზიები იქნება საუკეთესოთა შორის საქართველოში. ამას განაპირობებს, რომ აჭარაში საშუალოშემოსავლიანი მოსახლეობის რაოდენობა საგრძნობლად მეტია, ვიდრე სხვა ქალაქებში, ამ მაჩვენებლით იგი თბილისსაც კი აჭარბებს. ამას ემატება ტურისტების ფაქტორი, რის პოტენციალიც დიდია რეგიონში.

 ცხადია, 1 მილიონ 200 ათასი ადამიანი, რომელიც დასავლეთ საქართველოში ცხოვრობს, ნამდვილად იმსახურებს მაღალი დონის რითეილ ინფრასტრუქტურას და მოხარული ვარ, რომ ჩვენი ბრენდები ამ შესაძლებლობას შექმნის. დასავლეთ საქართველოში მსგავსი ბრენდები არ არის. შესაბამისად,

მთელი რეგიონი ,,იშოპინგებს" ბათუმში, დავაკვირდებით და თუ ბრენდების გახსნის საჭიროებას დავინახავთ მომიჯნავე ქალაქებში, მაშინ შესაძლოა, მომავალი წლების განმავლობაში ეს საკითხი განვიხილოთ", - აცხადებს რევაზ მაღალაშვილი.

,,მანგოს“  მაღაზიაში წარმოდგენილია ქალის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების კოლექცია, რომელიც თანამედროვე და ქალურ სილუეტებს მოდის მდგრად დეტალებს უხამებს. სეზონიდან გამომდინარე, ელეგანტური ფორმები და ბზინვარე ქსოვილები ამ კოლექციის მთავარი მახასიათებლებია. 

რაც შეეხება „სინომი რითეილის", კომპანია საქართველოში, კერძოდ თბილისში 2012 წლიდან „რითეილ გრუპ ჯორჯიას “სახელით ოპერირებდა, 2023 წლის თებერვალში რებრენდინგის შედეგად კომპანიას სახელი შეეცვალა.
„სინომი რითეილი“ წარმოადგენს 19 საერთაშორისო ბრენდს და ფლობს 70-ზე მეტ მაღაზიას თბილისის მასშტაბით. 

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები