დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაზარზე მაღალმა მოთხოვნამ შესაძლებლობა მოგვცა წარმოება გაგვეზარდა - კორიდა

ბაზარზე მაღალმა მოთხოვნამ შესაძლებლობა მოგვცა წარმოება გაგვეზარდა - კორიდა

2024-03-18 12:05:00

„კორიდას“ წარმოება ყოველწლიურად საშუალოდ 8%-ით იზრდება, თუმცა 2023 წელს საწარმომ 10%-იანი ზრდა დააფიქსირა. საწარმოს განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, 2024 წელს კომპანიას კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებლებით ზრდა აქვს დაგეგმილი.

როგორც Business Insider Georgia-ს „კორიდაში“ განუცხადეს, კომპანიის ხორცპროდუქტების ფასი კონკურენტუნარიანია და მრავალფეროვან სეგმენტს მოიცავს. დიდია იმ სეგმენტის მოცულობა, რომელიც ორიენტირებულია შედარებით დაბალ ფასზე და ამავე დროს, სჭირდება პროდუქტი, რომელიც ხარისხიანია და ნდობას იმსახურებს.

სწორედ მაღალი ხარისხისა და ფასის თანაფარდობა არის ბრენდის მთავარი უპირატესობა და ძირითადი განმსაზღვრელი „კორიდას“ მომხმარებლისთვის.

„კორიდას“ მიერ წარმოებული ხორცპროდუქტები მთელი საქართველოს მასშტაბით იყიდება, როგორც ქსელურ სუპერმარკეტებში, ასევე სხვა სავაჭრო ობიექტებში. „კორიდა“ 40-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს.  

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ბაზარზე არსებულმა მაღალმა მოთხოვნამ მათ შესაძლებლობა მისცა წარმოება მნიშვნელოვნად გაეზარდათ.

„საშუალოდ, ყოველწლიური მატება 8%-ია, მაგრამ განსაკუთრებული შედეგი გასულ წელს იყო, როცა 10%-იანი მატება დაფიქსირდა.

სამომავლო განვითარების სტრატეგიის ფარგლებში კომპანიას დაგეგმილი აქვს, რომ 2024 წელს, წარმოება კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს“, - განმარტავენ „კორიდაში“.

მომხმარებლის მხრიდან ყველაზე მეტად მოთხოვნადი პროდუქტებია: სოსისი „ივერია“, ძეხვები „მონადირული“, „სერველატი“ და „საექიმო“. 

ირკვევა, რომ გაყიდვების 30% წილი სწორედ ამ პროდუქციას უჭირავს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, გაყიდვების კლება ძირითადად დიდ მარხვების დროს ფიქსირდება და ეს მაჩვენებელი დაახლოებით 20-30%-ით მცირდება. სხვა მარხვებს გაყიდვებზე გავლენა ნაკლებად აქვს.

რაც შეეხება ნედლეულს, როგორც კომპანიაში ამბობენ, სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს სასაქონლო მეურნეობები, რომლებიც შეძლებენ მოთხოვნის უზრუნველყოფას. ამიტომ “კორიდას” საწარმო იმპორტირებული ნედლეულით მარაგდება. „კორიდა“ იმ კომპანიებს შორისაა, რომელსაც მრავალი წელია დანერგილი აქვს საერთაშორისო ISO 9001; ISO 22000 სტანდარტები, НАССР სისტემა, რაც კომპანიის ნდობის, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების და ეფექტურ მართვის სისტემების მნიშვნელოვანი გარანტიაა. წარმოებისა და დისტრიბუციის პროცესში წარმოებისა და მიწოდების თითოეულ კომპონენტს უწევენ მონიტორინგს.

კომპანიის ინფორმაციით, ადგილობრივი ნედლეულით საწარმოს მომარაგების საკითხი მართლაც პრობლემურია . ამის ძირითადი მიზეზი ეს არის, მეურნეობების მაღალი თვითღირებულება, რაც თავის მხრივ გამოწვეულია მცირე მასშტაბებითა და ტექნოლოგიების არ ქონით.

21-ე საუკუნეში, თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელია სასაქონლო მეურნეობების განვითარება. ტექნოლოგიურ გამოწვევებს ემატება ცოდნისა და ფინანსური რესურსების სიმწირე, რაც ვერ უზრუნველყოფს ამ დარგში არსებული რისკების პრევენციას და შესაბამისად, გასაღების ბაზრისთვის ნედლეულის სტაბილურ მიწოდებას. როგორც “კორიდაში” განმარტავენ, სტაბილურობა მათ საქმიანობაში უმნიშვნელოვანესია. ამიტომ თანამშრომლობენ წამყვან იმპორტიორ ქვეყნებთან, რომელთა შორისაა : არგენტინა, იტალია, ბრაზილია, გერმანია და სხვა.

„კორიდა“ ხორცპროდუქტების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2007 წელს ქალაქ ფოთში შეიქმნა.

თავდაპირველად, კომპანიის ახლანდელი მასშტაბები წარმოუდგენელიც კი იყო, თუმცა სწორი სტრატეგიითა და ხარისხიანი პროდუქტით მალევე იქცა ბაზრის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ.  წარმოების გამართვის შემდეგ, მცირე რაოდენობით მზა ხორცპროდუქტების წარმოება დაიწყეს.

ახლა კი უკვე ჰყავთ მასშტაბური რაოდენობის რეგულარული მომხმარებელი და დასაქმებული 400-ზე მეტი ადგილობრივი კადრი.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

12 წუთის წინ

14 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები