დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„თოლია“ ზაფხულის სეზონზე 3 ბრენდირებულ სანაყინესა და კაფეებს გახსნის

„თოლია“ ზაფხულის სეზონზე 3 ბრენდირებულ სანაყინესა და კაფეებს გახსნის

2024-04-28 01:23:00

ნაყინის მწარმოებელი კომპანია „თოლია“ ზაფხულის სეზონზე თბილისში 3 ბრენდირებული სანაყინის გახსნას გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია „თოლია“ მარკეტინგის დირექტორმა სანდრო ლომთაძემ განაცხადა, დღეისათვის „თოლია“ ბაზარზე 27 სანაყინითაა წარმოდგენილი. 

„წელს ძირითადად სიახლეები „თოლიას“ სანაყინე კაფეების მიმართულებით გვექნება. სეზონის განმავლობაში რამდენიმე სანაყინე დაემატება.

დღეისათვის თოლია 27 ობიექტს ფლობს და მინიმუმ 3 ობიექტის დამატებას ვაპირებთ“, - აღნიშნა კომპანიის მარკეტინგის დირექტორმა. 

სანაყინე „თოლია“ ამ დროისათვის ნაყინის თვალსაზრისით ორი ძირითადი მიმართულება აქვს, ეს არის რბილი ნაყინი და  სკუტის ნაყინი ე.წ ამოსაღები ნაყინი, ბურთები. სანაყინეში არის ასევე შეიკი, ცივი და ცხელი ყავა.

„იანვრიდან დავამატეთ დონატების მიმართულება. ამ ეტაპზე 9 სახეობის დონატი გვაქვს“, - აღნიშნა სანდრო ლომთაძე.

მისივე განმარტებით, გასული წელთან შედარებით „თოლიას“ ფასები არ გაუზრდია და არც სეზონის განმავლობაში გეგმავს. რაც შეეხება გაყიდვების მაჩვენებელს, კომპანიის მარკეტინგის დირექტორის თქმით, მიმდინარე ეტაპისთვის გაყიდვები 12%-ითაა გაზრდილი. 

შეგახსენებთ, რომ „თოლია“ ქართულ ბაზარზე 27 წელია ოპერირებს და ლიდერ პოზიციაზეა - ბაზრის 57% უჭირავს. კომპანია 58 დასახელების ნაყინს უშვებს. რაც შეეხება სანაყინე ხაზს, საქართველოს მასშტაბით „თოლიას“ 27 სანაყინე აქვს.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

5 საათის წინ

5 საათის წინ

6 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები