დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაზისბანკი ტენეს პარტნიორი გახდა

ბაზისბანკი ტენეს პარტნიორი გახდა

2023-10-06 12:35:50

ბაზისბანკსა და ტენეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეებს შორის პარტნიორობა ითვალისწინებს ბანკის ოფისებში ტენეს ურნების განთავსებას, სადაც გამოყენებული პლასტმასი შეგროვება, მისი შემდგომი უტილიზაციის მიზნით.

ბაზისბანკის მომხმარებლება და ბანკში დასაქმებულ თითოეულ თანამშრომელს, ამიერიდან შესაძლებლობა ექნებათ, ოფისებში განთავსებული ტენეს ურნების მეშვეობით, აქტიურად ჩაერთონ პლასტმასის ნარჩენების შეგროვების პროექტში, ხოლო შეგროვებული პლასტმასის გადამუშავებას კი ტენე უზრუნველყოფს.

ბაზისბანკისთვის გარემოს დამზოგავი პროექტების განხორციელება, როგორც მდგრადი განვითარების ეკოლოგიური ასპექტი, ძალიან მნიშვნელოვანია და ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

ვფიქრობთ, ნარჩენების მართვა და ბუნებრივი რესურსების გონივრულად გამოყენება, გარემოს დაზიანების შემცირების მიზნით, ყოველი ჩვენგანის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები