დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბიო-ფერმა „წიქარა“ „რუსთველის“ ბრენდით დაობებული ყველის წარმოებას იწყებს

ბიო-ფერმა „წიქარა“ „რუსთველის“ ბრენდით დაობებული ყველის წარმოებას იწყებს

2024-04-11 15:00:00

ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუსთავში მდებარე ბიო ფერმა „წიქარა“ „რუსთველის“ ბრენდით დაობებული ყველის წარმოებას იწყებს.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი ვაჟა ძირკვაძე ამბობს ფრანგულ-ქართული ტექნოლოგიით დამზადებული ყველი ბაზარზე რამდენიმე თვეში გამოჩნდება და პრემიუმ სეგმენტისთვის იქნება განკუთვნილი. 1 კილოგრამის სავარაუდო ფასი დაახლოებით 60 ლარზე მეტი იქნება. ფასს დაძველების დრო და ხარისხი განსაზღვრავს.

„ბაზარზე ახალი ბრენდებით გამოვდივართ, თუმცა ფერმა 2016 წლიდან ოპერირებს. დაობებული ყველი არ იქნება ბიო ნაწარმი, თუმცა ეკოლოგიურად სუფთა რძისგან და მაქსიმალურად დაცულ პირობებში დამზადდება“, - ამბობს ვაჟა ძირკვაძე.

ბიო-ფერმა ასევე რძესა და სხვა პროდუქტებსაც გაყიდის.

„მომხმარებელს შევთავაზებთ 100%-ით ნატურალურ ნაწარმს. დაძველებულ და დაობებულ ყველს, რძეს. დღეში დაახლოებით 300 ლიტრ რძეს ვაწარმოებთ, ხოლო ყველის წარმოება - დაობებული ყველის შემთხვევაში 30 კილოს დავამზადებთ. სამომავლოდ ვგეგმავთ ექსპორტს, რადგან ყველა მეწარმის ოცნებაა ევროკავშირის ბაზარზე შესვლა“, - ამბობს ვაჟა ძირკვაძე.  

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები