დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბრენდული მაღაზიის გახსნასა და ექსპორტზე გასვლას ვგეგმავთ - Lepert-ი

ბრენდული მაღაზიის გახსნასა და ექსპორტზე გასვლას ვგეგმავთ - Lepert-ი

2023-06-06 13:00:24

 

კომპანია „ლეპერტი“/ Lepert, რომელიც სუვენირებისა და აქსესუარების ბაზარზე ოთხი წელია ოპერირებს, ბრენდული მაღაზიის გახსნასა და ექსპორტზე გასვლას გეგმავს. მათი სამიზნე ძირითადად დუბაისა და აშშ-ის ბაზარია, ასევე განიხილავენ რამდენიმე ევროპულ ქვეყანას.

„კომპანიის დასახელება „ლეპერტი“, ჩვენი პარტნიორის შეირჩა ჯაბა ლეპერტის გვარის მიხედვით შეირჩა. ჯაბა სუვენირებს 30 წელია ქმნის, მაგრამ უკვე ოთხი წელია „ლეპერტის“ სახელით ვოპერირებთ ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სიახლეს ვთავაზობთ. ბაზარზე პანდემიის დროს შეოვედით, გავრისკეთ და გამოვიდა“, - ამბობს „ლეპერტის“ პარტნიორი გიგა გრიგალაშვილი Business Insider Georgia-თან.

„ლეპერტი“ მომხმარებელს ბრინჯაოს, თითბრისა და ვერცხლის თემატურ სუვენირებს, აქსესუარებსა და სამკაულებს სთავაზობს. ნივთების ფასი 10 ლარიდან იწყება და რამდენიმე ათასზე ადის.

კომპანია ქმნის სუვენირების ღვინის თემაზე, რომლის მომხმარებლებიც ადგილობრივი მეწარმეები არიან.

როგორც „ლეპერტის“ / Lepert პარტნიორი გიგა გრიგალაშვილი ამბობს, კომპანია ბიუჯეტური ნივთებისა და თემატური სუვენირების ხაზის განვითარებას გეგმავს.

„შევქმნით თემატურ სუვენირებს პროფესიების მიხედვით, რადგან ბაზარზე მოთხოვნა არის. ასევე ბიუჯეტურ ნივთებს, რათა ჩვენი პროდუქცია მეტმა ადამიანმა იყიდოს“, - ამბობს გრიგალაშვილი.

რაც შეეხება გაყიდვებს, 70% კორპორაციულ, ხოლო 30% საცალო გაყიდვებზე მოდის.

„ლეპერტში“ 6 ადამიანია დასაქმებული, კომპანია თანამშრომლების 16-მდე გაზრდას გეგმავს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები