დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Brent-ის ნავთობის ფასი ბარელზე 75,84 დოლარამდე დაეცა

Brent-ის ნავთობის ფასი ბარელზე 75,84 დოლარამდე დაეცა

2024-01-03 14:00:00

ნავთობის სტანდარტული ფასები კვლავ იკლებს. ბაზარზე გავლენას, მიწოდების მოსალოდნელი ზრდის ფონზე გაურკვეველი პროგნოზები ახდენს, რაც გლობალურ მოთხოვნას უკავშირდება, განსაკუთრებით OPEC-ის არაწევრი ქვეყნებიდან, - განაცხადეს Trading Economics-ში.

Brent-ის მარტის ფიუჩერსების ფასი ლონდონის ICE Futures ბირჟაზე დილით ბარელზე 75,84 დოლარი იყო, რაც 0,05 დოლარით (0,07%) დაბალია წინა სესიის დახურვის ფასზე. სამშაბათს ეს კონტრაქტები 1,15 დოლარით (1,5%) დაეცა და ბარელზე 75,89 დოლარამდე შემცირდა.

ოთხშაბათს დილით ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX) ელექტრონულ ვაჭრობაში WTI-ის ნავთობის ფიუჩერსების თებერვლის ფასი 0,06 დოლარით (0,09%) შემცირდა და ბარელზე 70,32 დოლარი შეადგინა. ბოლო სესიის ბოლოს ფასი 1,27 დოლარით (1,8%) დაეცა და ბარელზე 70,38 დოლარამდე შეადგინა.

ტრეიდერების ყურადღება ორიენტირებულია გლობალური მოთხოვნის პერსპექტივაზე და შეძლებენ თუ არა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკები „რბილი დაშვების“ უზრუნველყოფას თავიანთი ეკონომიკებისთვის, თქვა OANDA-ს ბაზრის უფროსმა ანალიტიკოსმა კრეიგ ერლამმა, რასაც MarketWatch ციტირებს.

მოსალოდნელია, რომ მოთხოვნა "დარჩება სუსტი გლობალური ეკონომიკური შენელების გამო და აშშ-ს ნავთობის მოპოვების რეკორდული მაჩვენებელის ფომზე", - თქვა XM-ის ინვესტიციების უფროსმა ანალიტიკოსმა ჩარალამპოს პისუროსმა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები