დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
CFD აუქციონზე 78 განაცხადი შევიდა, კონკურენცია მძაფრი იქნება - გიორგი აბრამიშვილი

CFD აუქციონზე 78 განაცხადი შევიდა, კონკურენცია მძაფრი იქნება - გიორგი აბრამიშვილი

2023-03-28 22:42:52

სიმძლავრის პირველი აუქციონის ფარგლებში შესული განაცხადების რაოდენობითა და ქტივობით, საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კმაყოფილია.  

გიორგი აბრამიშვილი Business Insider Georgia-თან აცხადებს, რომ აუქციონზე შესული განაცხადების რაოდენობამ მის მოლოდინს გადააჭარბა.

„78 განაცხადი შევიდა და ჩემი ინფორმაციით სამივე მიმართულებით ჰიდროშიც, მზეშიც და ქარშიც განაცხადი უფრო მეტ მეგავატზეა შესული ვიდრე აუქციონზე გამოცხადდა. ანუ კონკურენცია იქნება მაღალი. 
ფასები გაზრდილია ყველაფერზე და  ჩემი მოლოდინთ საკმაოდ მაღალფასიანი განაცხადები შევა და მედიანური ფასი 6 ცენტზე მეტი იქნები ჰიდროსა და ქარზე და მზის სადგურებზ ხომ თავისთავად“, ამბობს გიორგი აბრამიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N556 დადგენილებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით გამოცხადებული სიმძლავრის პირველი აუქციონის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულდა.

განახლებადი ენერგოპროექტების მხარდასაჭერად CFD-მექანიზმით პირველი აუქციონზე მთავრობამ 10 თებერვალს ჯამში 300 მეგავატის სიმძლავრის პროექტები გამოიტანა. 

უქციონი მოიცავს შემდეგ კატეგორიებს:

•  ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) - 150 მგვტ;

•  ქარის ელექტროსადგურები - 70 მგვტ;

• მზის ელექტროსადგურები - 70 მგვტ;

•  სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები