დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
CFD აუქციონზე განაცხადების წარდგენა მიმდინარეობს - რა მოლოდინი აქვს ბიზნესს

CFD აუქციონზე განაცხადების წარდგენა მიმდინარეობს - რა მოლოდინი აქვს ბიზნესს

2023-03-26 18:00:24

ენერგოსექტორის მხარდაჭერის CFD მექანიზმით გამოცხადებულ პირველ აუქციონზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს. 10 თებერვალს, მთავრობამ აუქციონზე 300 მეგავატის სიმძლავრის პროექტები გამოიტანა - 150 მეგავატი მოდინებაზე მომუშავე ჰესების პროექტებია, 70-70 მეგავატი ქარის და მზის სადგურები.

Business Insider Georgia-ს ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, რომ პირველმა აუქციონმა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ინვესტორთა შორის დიდი ინტერესი უკვე გამოიწვია.

„დეტალების გავრცელებისგან თავს შევიკავებთ, რადგან განაცხადების შემოტანის ვადა ჯერ დასრულებული არ არის. ამის პარალელურად, ჩვენ გვაქვს რეგულარული შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან“, - აცხადებენ სამინისტროში.

Helios Energy-ის დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებისთვის აუქციონის შედეგები მნიშვნელოვანია.

„ეს არის მხარდაჭერის მექანიზმი. ენერგეტიკის სფერო ელოდებოდა ამ მხარდაჭერის მექანიზმს და კარგია რომ მთავრობის მიერ დამტკიცდა და პირველი აუქციონის შედეგები კიდევ უფრო დაგვანახებს ტენდენციებს თუ რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ ინვესტორებს.

აუქციონის ფარგლებში არა მხოლოდ ნეტო აღრიცხვის სადგურების მშენებლობა იქნება შესაძლებელი, არამედ უკვე აშენდება ქსელური ტიპის სადგურები. ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას აუქციონში, მაგრამ ჩვენი პროდუქტის განფასებებით და პაკეტით ამ აუქციონზე რამდენიმე ინვესტორი შედის, რათა მიიღოს შესაბამისი მხარდაჭერის მექანიზმი სახელმწიფოსგან. მომავალში ვფიქრობთ, რომ ამ ნეტო აღრიცხვიდან გადავალთ უკვე დიდი სადგურების მშენებლობაზე“, - ამბობს თორნიკე დარჯანია.

აუქციონისთვის დოკუმენტაციის წარდგენის ვადა კომპანიებისთვის 28 იანვარს იწურება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, სიმძლავრის აუქციონი მოიცავს შემდეგ კატეგორიებს:

•    ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) - 150 მგვტ;
•    ქარის ელექტროსადგურები - 70 მგვტ;
•    მზის ელექტროსადგურები - 70 მგვტ;
•    სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.

ცნობისათვის, 2022 წელს ენერგეტიკის სექტორში 149.1 მლნ. აშშ. დოლარის ინვესტიცია (მთლიანი ინვესტიციების 7.5%) განხორციელდა. ძირითად ინვესტორი ქვეყნები არიან ჩეხეთი, თურქეთი და ნიდერლანდები.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

37 წუთის წინ

52 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები