დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ჩირინა“ წარმოებას აფართოებს

„ჩირინა“ წარმოებას აფართოებს

2023-06-18 16:00:14

ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ წარმოებას აფართოებს. ზაფხულში კომპანია სოსისების 7 მაღაზიას გახსნის, ჯამში 15 ახალი ობიექტის გახსნა იგეგმება.

როგორც „ჩირინას“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე Business Insider Georgia- თან ამბობს, წარმოების ზრდის შესაძლებლობა ახალი ქარხნის გახსნის შედეგად გაჩნდა, რომლის პოტენციალი ერთ ცვლაში 7-8 ტონა პროდუქციის წარმოებაა. გარდა სოსისებისა, იწარმოება ყველა პროდუქტი, რომელიც ქათმის ხორცისგან მზადდება.

„მუშა პროცესია, ინფრასტრუქტურა ბოლო ეტაპზეა, ვარემონტებთ მაღაზიებსა და ძალიან მალე ერთდროულად გავხსნით 7 ობიექტს. სამომავლოდ ჯამში 15 ობიექტი გვექნება სადაც სოსისების გარდა სხვა პროდუქტებიც გაიყიდება.

პარალელურად ვაწარმოებთ ძეხვეულს, შაშხს, კატლეტებს, რაც ქათმის ხორცისგან მზადდება. ასორტიმენტი ხარისხითა და რაოდენობითაც გამორჩეული იქნება. შესაბამისი სიმძლავრეები გვაქვს, ასევე სამაცივრე მეურნეობაც. ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტთან სრულადაა შესაბამისობაში“, - ამბობს რევაზ ვაშაკიძე.

„ჩირინამ“ უკვე გამოუშვა ახალი პროდუქტები, რომლებიც „ბიუ-ბიუს“ მაღაზიებში იყიდება - შებოლილი ქათმის ბარკალი, შებოლილი ქათმის ფილე და შებოლილი ქათმის ფრთა. რევაზ ვაშაკიძის თქმით, ამ ეტაპზე კომპანია 800-მდე ადამიანს ასაქმებს და ახალი პროექტების შესაბამისად, მუშა-ხელის რაოდენობა გაიზრდება.

ცნობისთვის, კომპანია ,,ჩირინა“ ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს. მის მფლობელობაშია ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური საწარმოო კომპლექსი, სარემონტო-სადედე და ბროილერის ფერმები, კომბინირებული საკვები ქარხანა, ნედლეულის საშრობი ქარხანა, ხორცის დამუშავების საწარმო, ინკუბატორი, ცილოვანი საკვების ქარხანა, წყალგამწმენდი სადგური, ვაშლის ბაღები, ხილის სამაცივრე კომპლექსი, ვეტერინარულ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია — სანა.

კომპანია ,,ჩირინას“ ბრენდი ,,ბიუ-ბიუ“ ბაზარზე 60-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები