დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი მთავარი უპირატესობა, ადგილმდებარეობა და მულტიფუნქციური სივრცეა - ლისი ივენთ ვილა

ჩვენი მთავარი უპირატესობა, ადგილმდებარეობა და მულტიფუნქციური სივრცეა - ლისი ივენთ ვილა

2024-03-16 12:00:00

ჩვენი მთავარი უპირატესობა ადგილმდებარეობა და მულტიფუნქციური სივრცეა, როგორც დახურული ასევე ღია ტერასა აუზით და ულამაზესი ხედებით თბილისზე, - განუცხადეს Business Insider Georgia-ს „ლისი ივენთ ვილას“ მენეჯმენტში. 

„ლისი ივენთ ვილა“ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და პანდემიის შემდეგ ყველა სეზონზე აქტიურად მუშაობს.

„ასევე, უპირატესობად შეიძლება ჩავთვალოთ, რომ გვაქვს უმაღლესი დონის მომსახურება, მომხმარებლებთან ინდივიდუალური მიდგომებით, მათი ყველა სურვილის და დეტალის გათვალისწინებით, რაც განსაკუთრებულ კომფორტს უქმნის მათ“, - აცხადებენ კომპანიაში.

„ლისი ივენთ ვილა“ მომხმარებლებს სთავაზობს, ნებისმიერი თემატური ღონისძიების ორგანიზებას, ეს იქნება დახურული თუ კორპორატიული წვეულებები, ქორწილის თუ დაბადების დღეების ორგანიზება, მომხმარებლებს აქტიურად სთავაზობენ, როგორც ქართულ და ევროპულ კერძებს და მენიუებს, ასევე ფურშეტულ მენიუს.

„შარშანდელთან შედარებით მოთხოვნა გაზრდილია, თუმცა მკვეთრი ცვლილება არ არის, ზამთრის პერიოდი კორპორაციული ღონისძიებებით იყო დატვირთული, თუმცა ყველაზე დიდი მოთხოვნა გაზაფხულზე, ზაფხულში და შემოდგომაზეა, როდესაც ქორწილების სეზონია და პატარძლებს შეუძლიათ მათი საოცნებო დღე ღია ცის ქვეშ, ულამაზეს გარემოში აღნიშნონ. ასევე დიდი მოთხოვნაა სკოლის თუ უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოებზე და წინა წლების გამოცდილებიდან თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ჩვენი სივრცე ამ კუთხით“, - განმარტავენ „ლისი ივენთ ვილაში“.

რაც შეეხება „ლისი ივენთ ვილას“ მომსახურების ფასებს გასულ წელთან შედარებით გაზრდილია. 

„ფასები ნამდვილად გაძვირებულია, როგორც პროდუქტზე ასევე მომსახურე პერსონალზე ან სხვა დამატებით მომსახურებებზე, თუმცა ვცდილობთ ეს ჩვენს მომხმარებლებს არ ვაგრძნობინოთ და ჩვენი მომსახურება მათთვის ხელმისაწვდომი იყოს“, - განმარტავენ „ლისი ივენთ ვილას“ მენეჯმენტში.

„ლისი ივენთ ვილას“ სტუმრები ქართველებთან ერთად აქტიურად არიან უცხო ქვეყნების მოქალაქეებიც. 

„უცხო ქვეყნის მოქალაქეები ხშირად ატარებენ ტრენინგებს და ბიზნეს შეხვედრებს ჩვენს სივრცეში, ასევე აღნიშნავენ დაბადების დღეებს და ქორწილებს. განსაკუთრებით საინტერესოა და გამოწვევაა ჩვენთვის განსხვავებული კულტურისა და ტრადიციის მატარებელი ღონისძიებების მოწყობა მათთვის. ეს თავისთავად იწვევს ინფორმაციის გავრცელებას მათ ადგილობრივ სათვისტომოებში და შესაბამისად დიახ, ხშირად გვყავს სტუმრად უცხო ქვეყნის მოქალაქეები“, - აცხადებენ „ლისი ივენთ ვილაში“.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები